ჟიულიან დე მარტინო (ცნობილი როგორც „ჟიული“) — ბრიტანელი მომღერალი-ტექსტების ავტორი და პოპ-დუეტის The Ting Tings წევრი[1]
.
ადრეული წლები
დაიბადა ალბერტ პლეისში, აღმოსავლეთ ლონდონში, აღიზარდა კამბიას პატარა ქალაქ კირკბი სტეფენში, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, რაც წარმოადგენს უესტმორლენდის ნაწილს. 13 წლის ასაკში ჟიული შეუდგა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლას[1].
მუსიკალური პროექტები
Babakoto
17 წლის ასაკში ჟიული შეუერთდა ინდი-ბანდას, სახელად „ბაბაკოტო“ (Babakoto)[2]. 1987 წლის ბოლოს ბანდამ გამოუშვა სინგლი, სახელწოდებით „Just to Get By“, რომელიც 1988 წლის ჩარტებში 7 კვირის განმავლობაში ტრიალებდა[3].
Mojo Pin
მას შემდგომ, რაც ბაბაკოტო დაიშალა, ჟიული შეუერთდა ახალ ინდი-ბანდას - მოჯო პინს, როგორც მთავარი სოლისტი. ბანდას სახელი ეწოდა ჯეფ ბაკლის 1994 წლის ალბომის Grace პირველივე სიმღერის მიხედვით. მოჯო პინმა გამოუშვა 2 სინგლი „You“ 1995 წელს და „My Imagination“ 1996 წელს.
TKO
2001 წლის მარტში კეტი უაითის მამამ, დევიდ უაითმა, ტექსტების ავტორ ჟიულის დაავალა გოგონათა-ბანდა TKO-სათვის სიმღერების დაწერა. ჟიულიმ ჯგუფისათვის სულ 4 სიმღერა დაწერა[4].
Dear Eskiimo
მანჩესტერში გადასვლის შემდგომ მომღერალმა კეტი უაითთან და დი-ჯეი სიმონ ტემპლემენთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი ბანდა Dear Eskiimo (ხშირად შეცდომით უწოდებდნენ „Dead Eskimo“). 2004 წელს ბანდამ გააფორმა ხელშეკრულება Mercury Records-თან, თუმცა შემოქმედებითმა განსხვავებამ და ლეიბლის მენეჯმენტის სტილმა საბოლოოდ ბენდის დაშლა გამოიწვია[5].
The Ting Tings
დისკოგრაფია
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
ინტერვიუები
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
|