მიწისქვეშა მდინარე პუერტო პრინსესას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ფილიპინების კუნძულ პალავანზე. მდებარეობს ქალაქ პუერტო-პრინსესადან 50 კმ-ით ჩრდილოეთით.
პარკის რელიეფი კირქვული კარსტისგან შედგება და მოიცავს 8,2 კმ სიგრძის სანაოსნო მიწისქვეშა მდინარეს, რომელიც სამხრეთ-ჩინეთის ზღვას უერთდება და ექცევა მიქცევა-მოქცევის არეალში. წარმოდგენილია სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ფართო მასივები.
2007 წლამდე, სანამ მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე აღმოაჩენდნენ უფრო გრძელ მიწისქვეშა მდინარეს,[1] პუერტო-პრინსესა მსოფლიოში უგრძესად ითვლებოდა.
ტერიტორია გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, დაწყებული მთის და დამთავრებული ზღვის ეკოსისტემებით.
1999 წელს, იუნესკომ ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო