მიქცევა და მოქცევა

მიქცევა და მოქცევა. შედეგი
ფსევდომოქცევა ფინეთის ყურეში
ფანდის ყურე მიქცევა და მოქცევების დროს
მიქცევა და მოქცევა
მიქცევა სენ მალოსთან

მიქცევა და მოქცევაოკეანის (ზღვის) დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდული რხევები, რომლებსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა განაპირობებს. ამ რხევებს მოკლედ უწოდებენ შესაბამისად ზღვის, ხმელეთის და ატმოსფერულ მოქცევებს.

სხვაობა იმ ძალებს შორის, რომლითაც იზიდავს მთვარე დედამიწის ცენტრიდან r მანძილით დაშორებულ ნაწილაკსა (ხმელეთის, წყლის ან ატმოსფეროს მასის ელემენტი) და დედამიწის ცენტრში მდებარე ამავე მასის მქონე ნაწილაკს, წარმოადგენს მოქცევის გამომწვევ ძალას, ანუ მოქცევით ძალას. ამ ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია მთვარის მასისა, უკუპროპორციულია დედამიწიდან მთვარემდე მანძილის კუბისა და დამოკიდებულია მთვარის ზენიტურ მანძილზეც.

ანალოგიურად განისაზღვრება მზისიერი მოქცევის ძალა, რომელიც დედამიწიდან მზის დიდი დაშორების გამო საშუალოდ 2,2-ჯერ ნაკლებია მთვარისმიერ მოქცევის ძალაზე. დედამიწის ნებისმიერი წერტილისათვის მოქცევითი ძალები განუწყვეტლივ იცვლება დედამიწის ღერძული ბრუვის, მთვარისა და დედამიწის ორბიტულ მოძრაობათა და ამით გამოწვეული დედამიწის, მზისა და მთვარის ურთიერთგანლაგების ცვალებადობის გამო.

მოქცევითი ძალები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მრავალი პერიოდული წევრის ჯამის სახით, რომელთა განსაზღვრა ხდება ცის მექანიკის საფუძველზე. ეს ძალები ოთხ ტიპად იყოფა; სათანადო მიქცევა და მოქცევებია: გრძელპერიოდიანი (18, 6-წლიანი, ერთწლიანი, ნახევარწლიანი, ერთთვიანი, ორკვირიანი) მიქცევა და მოქცევები, რომელთა გამო პერიოდულად იცვლება დედამიწის შეკუმშულობა, მისი ინერციის პოლარული მომენტი და ბრუნვის კუთხური სიჩქარე; დღე-ღამური მიქცევა და მოქცევები, რომლებიც გამოწვეულია მთვარის ორბიტისა და ეკლიპტიკის დახრით ეკვატორის სიბრტყის მიმართ. ამათგან მთავარია მთვარისმიერი (პერიოდი 25, 8 სთ) და მთვარე-მზისიერი (23, 9 სთ) ტალღები; ნახევარდღეღამური მიქცევა და მოქცევები, რომელთა შორის ძირითადია მთვარისმიერი (პერიოდი 12,4 სთ) და მზისიერი (12 სთ) ტალღები; მოკლე მიქცევა და მოქცევები, რომელთა ტალღების პერიოდები 1/3 დღ-ღ ან უფრო მცირეა.

ზღვის მიქცევა და მოქცევა მოქცევითი ძალების ცვლილებები იწვევს სიმძიმის ძალის სიდიდისა და შვეულის მიმართულების ცვლილებებს. ამ ძალების გავლენით ოკეანის ზედაპირი მიისწრაფვის დაიკავოს შვეულის მიმართულებისადმი პერპენდიკულარული მდებარეობა.

დედამიწა მთლიანად ოკეანით რომ ყოფილიყო დაფარული და წყლის მასები ასწრებდნენ წონასწორული მდგომარეობის მიღწევას, მაშინ მთვარის (ასევე მზის) გავლენით ოკეანის სფერული ზედაპირი მიიღებდა წაგრძელებული ელიფსოიდის ფორმას, რომლის უდიდესი ღერძი მთვარისაკენ (სათანადოდ მზისაკენ) იქნებოდა მიმართული, ხოლო წყლის დონე აიწევ-დაიწეოდა 0,5 მ-ით.

სინამდვილეში მოქცევების სიდიდისა და ხასიათის დასადგენად, გარდა დედამიწის, მთვარისა და მზის ურთიერთმდებარეობისა, მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, გეოგრაფიულ განედს, ოკეანის სიღრმეს, ნაპირების მოხაზულობას, ფსკერის რელიეფს და სხვ.

ოკეანოლოგიაში გამოიყოფა ძირითადად 3 ტიპის მიქცევა და მოქცევა: ნახევარდღეღამური — მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ შეიმჩნევა წყლის დონის მაქსიმალური აწევა (მაღალი წყალი) და დაწევა (დაბალი წყალი); დღეღამური — თითოჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი და შერეული. ამ უკანასკნელში გამოიყოფა არასწორი (არაწესიერი) ნახევარდღეღამური და არასწოორი (არაწესიერი) დღეღამური მიქცევა და მოქცევები.

ყველაზე უფრო გავრცელებულია არასწორი ნახევარდღეღამური (მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი განსხვავებული სიმაღლითა და პერიოდით) და ნახევარდღეღამური მიქცევა და მოქცევები. ოკეანეში, კონტინენტებიდან დაშორებით, მოქცევის სიმაღლე 1 მ აღწევს, ხოლო ნაპირებთან მნიშვნელოვნად მატულობს (მაგ.: ფანდის ყურეში 18 მეტრამდეა).

ხმელეთის მიქცევა და მოქცევა მოქცევითი ძალები იწვევს დედამიწის დეფორმაციებსაც, რომელთაც დედამიწისეული ანუ დრეკადი მოქცევები ეწოდება. მათ გამო, ხმელეთის ზედაპირის ვერტიკალურმა გადაადგილებებმა შეიძლება მიაღწიოს 50 სმ, ხოლო ჰორიზონტულმა — 5 სმ, შვეული ხაზის გადახრებმა — 0,01-ს. მოქცევების სიდიდე დამოკიდებულია დედამიწის შინაგან აგებულებაზე; ამიტომ მათზე დაკვირვებები საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს ეს პრობლემა. სათანადო თეორია დამუშავებულია გ. ტაკეუტის, ჰ. ჯეფრიზისა და რ. ვისენტის მიერ. დეტალურად დაამუშავა მ. მოლოდენსკიმ.

ატმოსფერული მოქცევა და მიქცევა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირთან ხდება წნევის მცირე ცვლილებები დღე-ღამური, ხოლო შედარებით ინტენსიური ცვლილებანი — ნახევარდღეღამური პერიპოდებით, ჰაერის ტემპერატურის დღეღამურ რყევასთან ერთად. ეს ეფექტი მაქსიმალურია ტროპიკულ სარტყელში. ატმოსფეროში მზისიერი მიქცევა და მოქცევა მთავისმიერზე უფრო ძლიერია, რადგანაც ატმოსფერული მიქცევა და მოქცევები, რომელთა პერიოდი ნახევარი მზისიერი დღე-ღამეა, ძირითადად გამოწვეულია მზის არა გრავიტაციული, არამედ თერმული მოქმედებით. სახელდობრ, სტრატოსფეროში მზის ულტრაიისფერი რადიაციის ოზონის მიერ შთანთქმა იწვევს ატმოსფეროს ამ ფენების გახურებას, რაც წარმოშობს წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის, ქარის სიჩქარის პერიოდულ რყევას დღეღამური, ნახევარდღეღამური და ა.შ. პერიოდებით.

დღე-ღამური რხევების უმეტესობა ნახევარდღეღამურისაგან განსხვავებით არ ვრცელდება დედამიწამდე, რის გამო დედამიწის ზედაპირთან ატმოსფერული წნევის დღე-ღამური ცვალებადობა უმნიშვნელოა, ნახევარდღეღამური კი გაცილებით საგრძნობი. მიქცევა და მოქცევა იწვევს დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდის, მთვარე-დედამიწის მანძილისა და მთვარის ორბიტის ნელ ცვლილებებს. როგორც ვარაუდობენ, მიქცევა და მოქცევებითაა განპირობებული ისიც, რომ მთვარე მუდამ ერთი მხარითაა მოქცეული დედამიწისაკენ.

1775 წელს პიერ ლაპლასმა ჰიდრომექანიკის ძირითადი განტოლებების გამოყენებით შექმნა მიქცევისა და მოქცევის დინამიკური თეორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა ზღვებსა და ოკეანეებში მოქცევითი ტალღების გავრცელების გაანგარიშება.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 30.
  • ხარაძე ე., ასტრონომიის საფუძვლები [ტ] 1 თბ., 1971;
  • Werner Kumm: Gezeitenkunde. 2. Auflage. Bielefeld: Delius Klasing Verlag, 1996. ISBN 3-87412-141-0
  • Günther Sager: Mensch und Gezeiten: Wechselwirkungen in zwei Jahrtausenden. Köln: Deubner, 1988. ISBN 3-7614-1071-9
  • Jean-Claude Stotzer: Die Darstellung der Gezeiten auf alten Karten. In: Cartographica Helvetica Heft 24 (2001) S. 29–35
  • John M. Dow: Ocean tides and tectonic plate motions from Lageos München: Beck, 1988. ISBN 3-7696-9392-2 [Englisch]
  • Bruce B. Parker: Tidal hydrodynamics. New York: Wiley, 1991. ISBN 0-471-51498-5 [Englisch]
  • Paul Melchior: The tides of the planet earth. Oxford: Pergamon Press, 1978. ISBN 0-08-022047-9 [Englisch]
  • David E. Cartwright: Tides – a scientific history. Cambridge: Cambridge Univ. Press, 1999. ISBN 0-521-62145-3 [Englisch]
  • Щулейкин В. В. Физика моря. М.:Изд-во «Наука»,Отделение наук о Земле АН СССР 1967.

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Jack ShermanInformasi latar belakangLahir(1956-01-18)18 Januari 1956Miami, Florida, Amerika SerikatMeninggal18 Agustus 2020(2020-08-18) (umur 64)PekerjaanMusisiInstrumenGitar, termasukFender StratocasterSchecterFender Telecaster[1]Artis terkaitRed Hot Chili Peppers Jack Morris Sherman (18 Januari 1956 – 18 Agustus 2020) adalah seorang gitaris asal Amerika Serikat yang dikenal sebagai gitaris kedua yang bergabung dengan Red Hot Chili Peppers, di sela-sela kepergian...

 

 

Daily newspaper in Ontario, Canada This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Intelligencer Belleville – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2019) (Learn how and when to remove this template message) The IntelligencerFront page of the May 30, 2020 editionTypeDaily newspaperFounder...

 

 

Not to be confused with Florissant, Colorado. City in Missouri, United StatesFlorissant, MissouriCityFlorissant City Hall sign, April 2013 FlagSealLocation of Florissant, MissouriCoordinates: 38°47′59″N 90°19′37″W / 38.79972°N 90.32694°W / 38.79972; -90.32694CountryUnited StatesStateMissouriCountySt. LouisFounded1785Government • MayorTim Lowery • City council List Andrew Harris (Ward 1)Paul Manganelli (Ward 2)Joe Eagan (Ward 3)Jeff C...

Brunei association football player In this Malay name, there is no surname or family name. The name Suhaimi is a patronymic, and the person should be referred to by their given name, Khairil Shahme. Khairil Shahme Khairil with Kasuka in 2023Personal informationFull name Mohammad Khairil Shahme bin SuhaimiDate of birth (1993-04-16) 16 April 1993 (age 30)Place of birth BruneiPosition(s) Defender, Holding midfielderTeam informationCurrent team Kasuka FCNumber 21Senior career*Years Team Apps...

 

 

Australian cricketer (1923–2020) Lorna BealLarter pictured in the Perth Daily News in November 1948Personal informationBorn(1923-11-28)28 November 1923Hawthorn, Victoria, AustraliaDied10 August 2020(2020-08-10) (aged 96)BattingRight-handedRoleWicket-keeperInternational information National sideAustraliaTest debut (cap 26)20 March 1948 v New ZealandLast Test28 July 1951 v England Career statistics Competition Tests Matches 7 Runs scored 72 Batting average 9....

 

 

L'Université de Buenos Aires est une université publique en Argentine. Une université publique est une université appartenant à l'État ou qui reçoit des fonds publics importants par l'intermédiaire d'un gouvernement national, territorial ou régional, par opposition à une université privée. La question de savoir si une université nationale est considérée comme publique varie d'un pays (ou d'une région) à l'autre, en grande partie en fonction du paysage éducatif spécifique. A...

American film company Bleecker Street Media LLCCompany typePrivateIndustryEntertainmentFoundedAugust 2014; 9 years ago (2014-08)FounderAndrew KarpenHeadquartersNew York City, New York, U.S.Area servedWorldwideKey peopleAndrew Karpen (CEO)Kyle Davies (President of Distribution)Myles Bender (President of Marketing & Creative Advertising)Tyler DiNapoli (President of Marketing, Media & Research)Kent Sanderson (President of Acquisitions & Ancillary Distribution)&...

 

 

Phillip Island Grand Prix CircuitLokasiPhillip Island, VictoriaZona waktuGMT +10Koordinat38°30′11″S 145°14′11″E / 38.50306°S 145.23639°E / -38.50306; 145.23639Koordinat: 38°30′11″S 145°14′11″E / 38.50306°S 145.23639°E / -38.50306; 145.23639Dibuka31 March 1928 (Road circuit)[1]15 December 1956 (modern circuit)[2]Re-opened: 7 April 1989Ditutup1940 (Circuit jalanan)[1]1978 (sirkuit modern)Acara besarA...

 

 

Yanis VaroufakisAPΓιάνης Βαρουφάκης Menteri KeuanganPetahanaMulai menjabat 27 Januari 2015Perdana MenteriAlexis TsiprasPendahuluGikas HardouvelisPenggantiPetahana Informasi pribadiLahir24 Maret 1961 (umur 63)Athena, YunaniPartai politikSyriza (2015–sekarang)Alma materUniversitas EssexUniversitas BirminghamSitus webSitus resmiKarier akademik BidangTeori permainanEkonomi politikMazhabEkonomi pasca-KeynesianDipengaruhiKarl Marx, John Maynard Keynes, Joan Robinson, Mich...

Kampanye Burma (1942–1943)Bagian dari Perang Pasifik selama Perang Dunia IIPasukan Jepang di Buddha Shwethalyaung di PeguTanggalJuni 1942 – September 1943LokasiBurmaHasil Kemenangan Blok PorosPihak terlibat Sekutu: Imperium Britania[a] Britania Raya India Britania Burma Britania Amerika Serikat Poros: Jepang Negara Burma ThailandTokoh dan pemimpin Archibald Wavell Noel Irwin George Giffard Shojiro Iida Masakazu Kawabe Ba Maw Korban ~6.500 korban luka dan tewas[b] 1.800+ ko...

 

 

Season for the Major League Baseball team the New York Yankees Major League Baseball team season 2012 New York YankeesAmerican League East ChampionsLeagueAmerican LeagueDivisionEastBallparkYankee StadiumCityNew York, New YorkRecord95–67 (.586)Divisional place1stOwnersYankee Global EnterprisesGeneral managersBrian CashmanManagersJoe GirardiTelevisionYES NetworkWWOR-TV(Play-by-play: Michael Kay; Analysts: Ken Singleton, David Cone, John Flaherty, Al Leiter, Paul O'Neill, Lou Piniella)Rad...

 

 

River in Eastern Europe; part of Romania's border with Moldova and Ukraine For the village in Ukraine, see Mahala, Chernivtsi Oblast. PrutPorata, PyretusPrut River near Hoverla, Ivano-Frankivsk OblastMap of the Prut RiverLocationCountryUkraine, Romania, MoldovaOblasts/Counties/DistrictsUkraine: Ivano-Frankivsk O., Chernivtsi O.Romania: Botoșani C., Iași C., Vaslui C., Galați C.Moldova Briceni D., Edineț D., Rîșcani D., Glodeni D., Fălești D., Ungheni D., Nisporeni D., Hîncești D., L...

1930 film directed by Luther Reed DixianaTheatrical release posterDirected byLuther ReedFred Fleck (assistant)Written byAnne Caldwell (story)Luther Reed (script)StarringBebe DanielsEverett MarshallWheeler & WoolseyJoseph CawthornJobyna HowlandRalf HaroldeBill Bojangles RobinsonDorothy LeeCinematographyJ. Roy HuntMusic byHarry Tierney (composer) Victor Baravalle (direction) Max Steiner (orchestration)ProductioncompanyRKO Radio PicturesDistributed byRKO Radio PicturesRelease date August...

 

 

Israeli physicist (1909–1995) Nathan RosenBornMarch 22, 1909Brooklyn, New York, U.S.DiedDecember 18, 1995 (age 86)Haifa, IsraelNationalityIsraeli–AmericanCitizenshipIsraelUnited StatesAlma materMassachusetts Institute of TechnologyKnown forEPR paradoxEinstein–Rosen bridgeEinstein–Rosen metricRosen–Morse potentialBimetric gravitySticky bead argumentScientific careerFieldsPhysicsInstitutionsInstitute for Advanced StudyUniversity of North Carolina, Chapel HillTechnion – Isr...

 

 

مارك أوليفانت معلومات شخصية الميلاد 8 أكتوبر 1901(1901-10-08)أديلايد  الوفاة 14 يوليو 2000 (98 سنة)كانبرا مواطنة أستراليا عضو في الجمعية الملكية،  والأكاديمية الأسترالية للعلوم  مناصب حاكم جنوب أستراليا (27 )   في المنصب1 ديسمبر 1971  – 30 نوفمبر 1976  جيمس هاريسون  [لغ...

本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目需要編修,以確保文法、用詞、语气、格式、標點等使用恰当。 (2013年8月6日)請按照校對指引,幫助编辑這個條目。(幫助、討論) 此條目剧情、虛構用語或人物介紹过长过细,需清理无关故事主轴的细节、用語和角色介紹。 (2020年10月6日)劇情、用語和人物介紹都只是用於了解故事主軸,輔助�...

 

 

Kingdom of viruses Bamfordvirae Virus classification (unranked): Virus Realm: Varidnaviria Kingdom: Bamfordvirae Subtaxa See text The genetic network linking various types of Bamfordvirae viruses and selfish genetic elements, represented by labeled circles. Links between circles are color-coded by the gene whose sequence homology establishes the link.[1] Bamfordvirae is a kingdom of viruses.[2] This kingdom is recognized for its use of double jelly roll major capsid proteins.&...

 

 

Prime Minister of Italy from 1980 to 1981 Not to be confused with Armaldo Forlani. Arnaldo ForlaniForlani in 1979Prime Minister of ItalyIn office18 October 1980 – 28 June 1981PresidentSandro PertiniPreceded byFrancesco CossigaSucceeded byGiovanni SpadoliniDeputy Prime Minister of ItalyIn office4 August 1983 – 18 April 1987Prime MinisterBettino CraxiPreceded byUgo La MalfaSucceeded byGiuliano AmatoMinister of Foreign AffairsIn office30 July 1976 – 5 August 1979...

River in Gujarat, IndiaKalubhar RiverLocationCountryIndiaStateGujaratRegionSaurashtraDistrictAmreli district, Bhavnagar districtCityBabraPhysical characteristicsSource  • locationBabra, Amreli district, Gujarat, India Mouth  • locationGulf of Khambhat, Arabian SeaLength94 km (58 mi)Discharge  • locationArabian Sea Kalubhar River is a river on the Kathiawar peninsula in the western India state of Gujarat.[1]...

 

 

Para la revista, véase Yumbo (revista). No debe confundirse con Jumbo. Yumbo Municipio Centro de Eventos Valle del Pacífico BanderaEscudo Otros nombres: Capital Industrial de Colombia YumboLocalización de Yumbo en Colombia Coordenadas 3°34′40″N 76°29′40″O / 3.5777777777778, -76.494444444444Entidad Municipio • País Colombia • Departamento Valle del Cauca • Subregión SurAlcalde Edgar Alexander Ruiz García (2024-2027)Subdivisiones 8 corregimi...