პუერტო-არმუელიესი (ესპ. Puerto Armuelles) — ქალაქი პანამაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ჩირიკის პროვინციაში, კოსტა-რიკის საზღვართან. 2008 წლის მონაცემებით მოსახლეობა 19 763 ადამიანს შეადგენდა. ქალაქს გააჩნია ორი პორტი, რომელთაც ბანანებისა და ნავთობის გადასაზიდად იყენებენ.
1921 წლამდე ქალაქს რაბო-დე-პუერკო ერქვა. ამჟამინდელი სახელი ეწოდა კოსტა-რიკა-პანამის ომში დაღუპული გმირის ტომას არმუელიესის პატივსაცემად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში