პრეტენდენტთა X ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პრეტენდენტთა X ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის}}
ტურნირში სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პირველად ცდილობდა პრეტენდენტობის მოპოვებას ჟუჟა პოლგარი, პოლგართა ცნობილი ოჯახის უფროსი და. თუმცა პრეტენდენტობას მხოლოდ ტურნირის მოგება არ იძლეოდა, საჭირო იყო მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკის ფინალურ მატჩში დამარცხებაც. ჟუჟამ უპრობლემოდ დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ადგილისათვის ბრძოლა მაია ჩიბურდანიძესა და ნანა იოსელიანს შორის გაიმართა. ნანამ მხოლოდ უკეთესი კოეფიციენტებით დაიკავა მეორე ადგილი და მოიპოვა ფინალურ მატჩში თამაშის უფლება.
ფინალური მატჩი ჟუჟამ ორი მოგებით დაიწყო და თითქოს გამარჯვებაც ახლოს იყო, მაგრამ ნანამ მოიგო მეექვსე და მერვე პარტიები და ანგარიში გაათანაბრა. დაინიშნა დამატებითი პარტიები. ჟუჟამ ისევ მოიგო პირველი, ნანამ ისევ გაათანაბრა. იგივე განმეორდა მეორე დამატებულ ორ პარტიაშიც და გამარჯვებულად კენჭისყრით ნანა იოსელიანი გამოცხადდა.
მატჩი მონტე-კარლოში მეტად დაძბული გამოდგა. იგი პოლგარის უპირატესობით დაიწყო. შემდეგ ნანამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. დამატებით პარტიებშიც პოლგარი სულ წინ იყო და ნანა სულ ათანაბრებდა. ბოლოს ფორტუნამ (კენჭისყრამ) ქართველ მოჭადრაკეს გაუღიმა და მატჩის გამარჯვებულად ის გამოცხადდა.