პრაღა 4 — პრაღის 10 რაიონიდან ერთ-ერთი, რომლის ცენტრი არის ნუსლეში და ცალკე რაიონად გამოიყო 1960 წლის 1 ივლისს. 1968-1974 წლებში მას შეუერთდა ბევრი სოფელი და დაბა, რომლებიც პრაღას დაექვემდებარა. მდებარეობს ვლტავის მარჯვენა სანაპიროზე, პრაღის ცენტრიდან სამხრეთით.
პრაღის ნაწილი პრაღა 4 ცალკე მუნიციპალიტეტად გამოიყო 1990 წლის 24 ნოემბერს, როცა მოხდა პრაღის ხელახალი დარაიონება და 10 რაიონი დაიყო 56 მუნიციპალიტეტად (მოგვიანებით 57). იგი მოიცავს პრაღა 4-ის რაიონის ცენტრალურ ნაწილს.