პორტუგალიის დედოფლების სიაში წარმოდგენილია იმ ქალების სია, რომლებიც დაქორწინებულნი იყვნენ პორტუგალიის მეფეზე, ან იმპერატორზე.
პორტუგალიას მთელი მისი ისტორიის მანძილზე 36 ასეთი დედოფალი ჰყავდა, აქედან სამი - მარია I, მარია II და ბეატრის I პორტუგალიის დედოფლები იყვნენ, ოღონდ მეფის პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ვინაიდან მათ ტახტი არა ქორწინებით, არამედ მემკვიდრეობით მიიღეს. დანარჩენები ატარებდნენ უბრალოდ დედოფლის ტიტულს, თუმცა ბევრ მათგანს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ასეთები პორტუგალიის ისტორიაში არც ისე ცოტანი იყვნენ, მათ ასეთი შეუზღუდავი ძალაუფლება ძირითადად რეგენტობის დროს მიიღეს.
მეფე დინიშ I-ის მეუღლე - დედოფალი ისაბელ არაგონელი წმინდანადაა შერაცხული.
პორტუგალიის 36 დედოფლიდან 5 დაქორწინებული იყო იმპერატორზე, აქედან გამომდინარე მათ ჰქონდათ იმპერატრიცის ტიტული, 28 დაქორწინებული იყო მეფეზე და ჰქონდა დედოფლის ტუტული, ხოლო 3 თავად იყო პორტუგალიის მონარქი.
ბურგუნდიული დინასტია (1139-1383)
ავისის დინასტია (1385-1580)
ჰაბსბურგთა დინასტია (1581-1640)
ბრაგანსის დინასტია (1640-1853)
ბრაგანსა-საქსენი-კობურგი და გოთას დინასტია (1853-1910)
იხილეთ აგრეთვე