ავსტრიული ნაწილის უდიდესი ქალაქები იყო კრაკოვი და ლვოვი.
საზოგადოება
თავიდან ავსტრიის მთავრობა მის ახალ პოლონურ ნაწილს არანაირ ანგარიშს არ უწევდა.[1] თუმცა XX საუკუნის დასაწყისში, დანარჩენ ორ ნაწილთან შედარებით (რუსეთის ნაწილი და პრუსიის ნაწილი) ავსტრიის ნაწილს ყველაზე მეტი ავტონომია ჰქონდა.[2] ადგილობრივ მთავრობას ჰქონდა შედარებით დიდი უფლებები, პოლონური ენა იყო აღიარებული ოფიციალურ ენად რეგიონში. პოლონური გამოიყენებოდა სკოლებსა და ორგანიზაციებში. პოლონურ პარტიებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ავსტრო-უნგრულ პოლიტიკაში.[2]