პოდიაჩესკის ხიდი (რუს. Подьяческий мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 19 მეტრი, ხოლო სიგანე — 20,6 მეტრი. ხიდზე მდებარე ობელისკებს ფანარებით იცავს სახელმწიფო.
მდებარეობა
პოდიაჩესკის ხიდი აკავშირებს დიდ პოდიაჩესკის ქუჩასა და ფანარების შესახვევს.
დინების ზემოთ მდებარეობს ამაღლების ხიდი, ხოლო ქვემოთ — ლომების ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
ხიდმა სახელწოდება მიიღო დიდი პოდიაჩესკის ქუჩის მიხედვით, რომელმაც თავის მხრივ, ისევე როგორც მცირე და შუა პოდიაჩესკის ქუჩებმა სახელი მიიღეს XVIII საუკუნეში პეტერბურგის ამ რაიონში მცხოვრები დაბალი თანამდებობის პირებისაგან, რომლებსაც ზოგჯერ პოდიაჩებს ეძახდნენ. სახელწოდება ცნობილია 1910 წლიდან და 1920 წლამდე გამოიყენებდა ტერმინი პოდიაჩესკის საფეხმავლო ხიდი.
ისტორია
1906 წელს ამ ადგილზე ინჟინერ პ. ა. ლიხაჩევის პროექტის მიხედვით ააგეს ხის ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი.
1938 წელს ხის თაღების ნაგებობა შეცვალეს მეტალის საყრდენებით, ამის შემდეგ ხიდის სიგრძე გახდა 20 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,25 მეტრი.
1971-1972 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ლ. ნ. სობოლევისა და არქიტექტორ ლევ ნოსკოვის პროექტის მიხედვით ააგეს ერთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი. ხიდზე დააყენეს გრანიტის ობელისკები ფანრებით, რომელიც ადრე ამშვენებდა ვედენის არხზე მდებარე ალექსანდროვსკის ხიდს, რომელიც აგებული იყო 1808-1814 წლებში არქიტექტორ უილიამ გესტეს პროექტის მიხედვით. არხის ამოვსების შემდეგ ალექსანდროვსკის ხიდი დაშალეს და მხატვრული ღირებულების მქონე ობელისკები გადაიტანეს პოდიაჩესკის ხიდზე.
1998 წლის რემონტის დროს აღადგინეს ვარაყი და ასევე ფანრების მინები.
კონსტრუქცია
ხიდი ამჟამად ერთმალიანია, აქვს ორი სავალი ზოლი ავტომობილებისათვის და ასევე ტროტურები ფეხით მოსიარულეებისათვის. ორივე სავალი ნაწილი მოასფალტებულია.
ლიტერატურა
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში