წითელგვარდიელის ხიდი (რუს. Красногвардейский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 21,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი.
მდებარეობა
წითელგვარდიელის ხიდი მდებარეობს გრიბოედოვისა და კრიუკოვის არხების შეერთების ადგილზე. ქმნის ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს პიკალოვისა და სტარო-ნიკოლსკის ხიდებთან.
დინების ზემოთ მდებარეობს ნოვო-ნიკოლსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — პიკალოვის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია (1, კმ) „სადოვაია“.
სახელწოდება
ხიდმა სახელწოდება მიიღო პეტროგრადის წითელი გვარდიის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ჩამოყალიბდა 1917 წლის აპრილში.
ისტორია
1820 წელს ინჟინერმა ეგორ ადამმა შეადგინა საფეხმავლო დაკიდული ხიდის პროექტი ეკატერინეს არხზე, ნიკოლსკის ბაზრის მოპირდაპირე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მოიწონეს, ფინანსური პრობლემების გამო ხიდი არ აუშენებიათ.
ხიდი ააშენეს 1956-1957 წლებში სათბობის მილების გაყვანის აუცილებლობის გამო. პროექტი შეადგინეს „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტში. პროექტის ავტორები გახდნენ ინჟინერი ა. ა. კულიკოვი და არქიტექტორები პეტრე არშევი და ვლადიმერ ვასილევსკი.
კონსტრუქცია
ხიდი ერთმალიანია და მეტალისაა. ხიდის სიგრძეა 21,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი. ხიდს გამოიყენებენ მხოლოდ ფეხით მოსიარულეები. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.
ლიტერატურა
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 59. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში