პირიქითი ალაზანი (ზემო დინებაში ქვახიდისწყალი) — მდინარე თუშეთში, ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 368 კმ². სათავე აქვს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მდინარეზე, ზღვის დონიდან 3195 მ-ზე; ერთვის თუშეთის ალაზანს მარცხნიდან, სოფელ ომალოსთან. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში (მაქსიმალური — ივლისში), წყალმცირობა — ნოემბრიდან აპრილამდე. ნოემბრიდან მარტამდე იძგიფება, ჩნდება თოში, ყინულნაპირისი.
თოშხერგილის გამო ზოგჯერ წყალი გუბდება და დონე იწევს. იშვიათად იფარება მთლიანი ყინულსაფრით ნელი დინების მონაკვეთებზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 34 %, ზაფხულ-შემოდგომაზე — 56 %, ზამთარში — 10 %.
მთავარი შენაკადებია: ლაროვანისწყალი, დიდიხევი.
ლიტერატურა