პიეტრო პერუჯინო (იტალ.Pietro Perugino, სრული სახელი პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი - Pietro di Cristoforo Vannucci; დ. 1446 — გ. 1524) — იტალიელი მხატვარი რენესანსის ეპოქაში, უმბრიის სკოლის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
დაიბადა ჩიტა დელა პიევეს კომუნაში, ქალაქ პერუჯადან 35 კმ-ში. ადგილობრივ მხატვართან სწავლების შემდეგ 1470 წელს ჩამოვიდა ფლორენციაში და შევიდა ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოში.
1481 წელს უკვე ცნობილი დიდი მხატვარი, იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრების რიცხვში, მიწვეული იქნა რომშიპაპისსიქსტუს IV-ს მიერ სიქსტეს კაპელას მოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.
პერუჯინო მუშაობდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყველაზე მეტად პერუჯაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა დიდ სახელოსნოს. XV საუკუნის 80-90-იან წლებში პერუჯინო იყო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი. მისი მოწაფეებიდან ყველაზე ცნობილია — რაფაელი.
პერუჯინოს საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება 1500 წლამდე შექმნილი ნამუშევრები. მათ შორი გამოიყოფა „გასაღებების გადაცემა“, რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის გრაციოზულობით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია — „ქრისტეს დატირება“.
პერუჯინო გარდაიცვალა 1524 წელს ქალაქ პერუჯაში ჭირისგან. მისი მოწაფის რაფაელის გარდაცვალების შემდეგ პერუჯინომ დაასრულა რაფაელის მიერ დაუმთავრებელი ფრესკები პერუჯას ეკლესიში.