პედრო კარლოს ესპანელი (ესპ. Pedro Carlos de España; დ. 18 ივნისი, 1786 — გ. 4 ივლისი, 1812) — ბურბონ-ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. გაბრიელ ესპანელისა და მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი.
ბიოგრაფია
პედრო კარლოსი დაიბადა 1786 წლის 18 ივნისს. იგი იყო გაბრიელ ესპანელისა და მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ესპანეთის მეფე კარლ III და დედოფალი მარია ამალია საქსონიელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე პედრუ III და დედოფალი მარია I.
პედრო კარლოსის მამა მეფე კარლის ფავორიტი, თუმცა უმცროსი ვაჟი იყო, რომელიც მისი დაბადებიდან ორ წელიწადში, 1788 წელს გარდაიცვალა ყვავილით. რამდენიმე წელიწადში თავად მეფე კარლიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი კარლ IV ავიდა, რომელმაც პედრო პასკალი დედამისთან ერთად პორტუგალიის დედოფალ მარია I გაუგზავნა მისივე თხოვნით. დედოფალი მარია დიდად დარდობდა და ზრუნავდა პედროზე, როგორც ბრაგანსას დინასტიის ჯერჯერობით ერთადერთ მემკვიდრეზე. დედოფალ მარიას ხელშეწყობით იგი პორტუგალიაში გაიზარდა და პორტუგალიის ინფანტის წოდებაც მიენიჭა.
მიუხედავად მამის ესპანური წარმომავლობისა, პედრო კარლოსი პორტუგალიელებმა დიდი სიხარულით მიიღეს და იგი როგორც პორტუგალიელი ისე აღზარდეს. 1792 წელს მარია I-მა გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც თავისი ვაჟის, მეფე ჟუან VI-ის ვაჟების შემდეგ, პედრო პორტუგალიის ტახტის პირველი მემკვიდრედ ცხადდებოდა.
1807 წელს როდესაც პორტუგალიაში საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარები შევიდა, სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის პედრო კარლოსიც ბრაზილიაში გაიქცნენ. სწორედ ბრაზილიაში დაქორწინდა პედრო კარლოსი და აქვე გარდაიცვალა 1812 წლის 4 ივლისს, 26 წლის ასაკში.
ქორწინება და შვილები
1810 წლის 13 მაისს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში, პედრო კარლოსი დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის ასულ მარია ტერეზა პორტუგალიელზე, რომელთანაც ორწლიანი ქორწინების შედეგად შეეძინა ერთი ვაჟი:
- სებასტიანი (1811-1875), პირველად იქორწინა მარია ამალია დე ბურბონ-სიცილიელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ცოლად შეირთო მარია კრისტინა ესპანელი. სულ ორივე ცოლთან შეეძინა ხუთი შვილი;
წინაპრები
წინაპრები - პედრო კარლოს ესპანელი
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. ლუი, საფრანგეთის დოფინი |
|
| | | | |
| 8. ფილიპე V, ესპანეთის მეფე (=30) | |
|
| | | | | | | |
| 17. მარია ანა ვიქტორია ბავარიელი |
|
| | | | |
| 4. კარლ III, ესპანეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. ოდოარდო II, პარმის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 9. ელიზაბეტა პარმელი (=31) | |
|
| | | | | | | |
| 19. დოროთეა სოფია ნოიბურგელი |
|
| | | | |
| 2. გაბრიელ ესპანელი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. ავგუსტ II, საქსონიის კურფიურსტი |
|
| | | | |
| 10. ავგუსტ III, პოლონეთის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 21. კრისტინა ებერჰარდინა ბრანდენბურგელი |
|
| | | | |
| 5. მარია ამალია საქსონიელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. იოზეფ I, საღვთო რომის იმპერატორი |
|
| | | | |
| 11. მარია იოზეფა ავსტრიელი | |
|
| | | | | | | |
| 23. ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგელი |
|
| | | | |
| 1. პედრო კარლოს ესპანელი | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. პედრუ II, პორტუგალიის მეფე |
|
| | | | |
| 12. ჟუან V, პორტუგალიის მეფე (=28) | |
|
| | | | | | | |
| 25. მარია სოფია ნოიბურგელი |
|
| | | | |
| 6. პედრუ III, პორტუგალიის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
|
| | | | |
| 13. მარია ანა ავსტრიელი (=29) | |
|
| | | | | | | |
| 27. ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი |
|
| | | | |
| 3. მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. ჟუან V, პორტუგალიის მეფე (=12) |
|
| | | | |
| 14. ჟუზე I, პორტუგალიის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 29. მარია ანა ავსტრიელი (=13) |
|
| | | | |
| 7. მარია I, პორტუგალიის დედოფალი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. ფილიპე V, ესპანეთის მეფე (=8) |
|
| | | | |
| 15. მარიანა ვიქტორია ესპანელი | |
|
| | | | | | | |
| 31. ელიზაბეტა პარმელი (=9) |
|
| | | | |
|
ლიტერატურა
- Wilhelmsen, Alexandra (1996). "Maria Teresa of Braganza: Portuguese Princess of Beira, Spanish Infanta, Wife of the Pretender Carlos V". Mediterranean Studies. Pennsylvania,USA: Penn State University Press. JSTOR 41166848.