პაულ იოჰან ლუდვიგ ფონ ჰაიზე (დ. 15 მარტი. 1830, ბერლინი — გ. 2 აპრილი. 1914, მიუნხენი) — გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1910); იყო ფილოსოფიის დოქტორი (1852), ერთ-ერთი ლიდერი მიუნხენის წრისა, რომელიც ემხრობოდა პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. მნიშვნელოვანია ჰაიზეს რომანები: „საუკუნის შვილები“ (1873), „სამოთხეში“ (1858), აგრეთვე ნოველები „არაბიატა“ (1858), „უკანასკნელი კენტავრი“ (1871) და სხვა. ნოველა „ტრეპელი ქალიშვილი“ (1868) თარგმნა ე. გაბაშვილმა 1880 წელს, სათაურით „სოფელი ტრეპი“ და დაბეჭდა კრებული „ქართველი ქალებისაგან ნათარგმნი მოთხრობანი“, „ჟან ბენუა“ თარგმნა ელ. ვაჩნაძემ და დაბეჭდა 1884 წელს, „ივერიაში“ (№ 167).
ლიტერატურა
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|