ოქრობაგეთის ციხე |
---|
|
მდებარეობა |
თურქეთი |
---|
|
ოქრობაგეთის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიულ შავშეთში თანამედროვე შავშეთის ილჩეს სოფელ ქოფრულუს რაბათის უბანში, შემაღლებულ ადგილზე. ციხე არის ოთხკუთხა ფორმის. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაგებობას დიდგვაროვანთა საცხოვრებელს, სასახლეს უწოდებს. მის სიახლოვეს შემორჩენილია ძველი აბანოსა და თურბეს (სამარხი) ფრაგმენტები.
ისტორიული გეოგრაფია
გიორგი ყაზბეგის დაკვირვებით, ოქრობაგეთი შავშეთის რეგიონის ერთ-ერთი ნაყოფიერი დასახლებაა, რადგან შავშეთის სოფელთა უმეტესობის მსგავსად ხევის ფერდობზე კი არ არის განფენილი, არამედ ზეგანზეა დასახლებული და მეურნეობის განვითარების მეტი საშუალება აქვს.
ტოპონიმი
ბრუნო ბაუმგარტნერის ცნობით ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ოქრობაგეთს უწოდებს წინობას ან შინდობას. ნიკო მარი ოქრობაგეთის სიახლოვეს ასახელებს მიკროტოპონიმებს: კოლოთათის მთა, მახარობისხევი, სათიბი ჯორის ქულა.
ციხის აღწერა
ციხე ნაგებია რიყის ქვითა და დუღაბით, გარღვეულია ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კედლის კუთხეები. პირველი სართული (სარდაფი) ჩამონანგრევი ქვებით და მიწითაა დაფარული. ამჟამად ციხეში არის 4 სართული (სარდაფის ჩათვლით). ამ ციხის, როგორც რეზიდენციის დანიშნულებაზე მიანიშნებს ციხის ინტერიერში არსებული შუა საუკუნეებისთვის კომფორტული პირობები. მის ინტერიერში კარგად ჩანს სართულებს შორის გამყოფი, იატაკის ძელურისთვის არსებული ხვრელები.
ლიტერატურა