ორიონის ნისლეული

ორიონის ნისლეული

ორიონის ნისლეული
(ავტორი: დავით დვალი, ფოტო გადაღებულია თბილისიდან)
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ორიონი
პირდაპირი ასვლა: 05სთ 35წთ 17.3წმ
დახრილობა: -05გრად 23მინ 28სეკ
ვარსკვლავიერი სიდიდე: +4.0

ორიონის ნისლეული (ასევე მოიხსენიებენ, როგორც მესიე 42, M42 და NGC 1976) — გაფანტული ნისლეული, რომელიც „ორიონის სარტყელში“ მდებარეობს, ეს უკანასკნელი კი ორიონის თანავარსკვლავედშია მოთავსებული. ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ნისლეულია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს ღამის ცაზე. M42 მდებარეობს დედამიწიდან 1344 ± 20 სინათლის წლის მოშორებით. ეს ნისლეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონია. მეცნიერების შეფასებით, მისი დიამეტრი 24 სინათლის წელია. ორიონის ნისლეულის მასა მზისას 2000-ჯერ აჭარბებს. ძველ ტექსტებში ის გვხვდება როგორც „დიდებული ნისლეული ორიონში“ ან „ორიონის დიდებული ნისლეული.“

ორიონის ნისლეული ერთ-ერთი ყველაზე დეტალურად შესწავლილი და ასტროფოტოგრაფთა საყვარელი ობიექტია ღამის ცაზე. ამ ნისლეულში ბევრად უკეთესად ჩანს თუ როგორ ფორმირდებიან ვარსკვლავები და პლანეტარული სისტემები გაზისა და მტვრის ღრუბლის კოლაფსისგან. ასტრონომები პირდაპირ აკვირდებიან პროტოპლანეტარულ დისკოებს, ყავისფერ ჯუჯებს, გაზის ინტენსიურ და ტურბულენტურ მოძრაობებს ახლოს მდებარე მასიური ვარსკვლავების ფოტო-იონიზაციის ეფექტებს. ნისლეულში ასევე არის გაზის ზებრეგითი „ტყვიები,“ რომლებიც ორიონის ნისლეულის წყალბადის ღრუბლებს "ხვრეტენ." თითო ტყვიის დიამეტრი 10-ჯერ აღემატება პლუტონის ორბიტას. ისინი, სავარაუდოდ, 1000 წლის წინ შეიქმნენ უცნობი მძლავრი მოვლენის დროს.

ძირითადი ინფორმაცია

ორიონის ნისლეულის ადგილმდებარეობის განხილვა - რას ვხედავთ ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონში და ვარსკვლავთშორისი ქარების გავლენა ნისლეულის ფორმაზე
ორიონის თანავარსკვლავედი ორიონის ნისლეულთან ერთად (დაბლა)

M42 კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით ისეთი ქალაქებადანაც კი, სადაც ქალაქის განათება ხელს უშლის ღამის ცის ობიექტების დანახვას. ნისლეული მოჩანს, როგორც შუაში მდებარე "ვარსკვლავი" ორიონის ხმალში, რომელიც 3 ვარსკვლავისგან შედგება. ეს უკანასკნელი მოთავსებულია ორიონის სარტყლის სამხრეთ ნაწილში. „ვარსკვლავი“ ბუნდოვნად მოჩანს დამკვირვებლისთვის, რომელიც შეუიარაღებელი თვალით აკვირდება, ხოლო იმის შემჩნევა, რომ ის ნისლეულია, უკვე პატარა ტელესკოპებითა და ბინოკლებით შეიძლება.

ორიონის ნისლეული შეიცავს ძალიან ახალგაზრდა ღია კლასტერს, სახელად „ტრაპეცია.“ სახელი გამომდინარეობს თავისი 4 ძირითადი ვარსკვლავის ასტერიზმის გამო. ტრაპეციის ვარსკვლავები, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, თავიანთი სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე არიან. ტრაპეცია შეიძლება უფრო დიდი „ორიონის ნისლეულის გროვის“ კომპონენტი იყოს, რომელშიც დაახლოებით 2000-მდე ვარსკვლავია, ხოლო მისი დიამეტრი 20 სინათლის წელს აღწევს. ორი მილიონი წლის წინ ეს კლასტერი (იგივე გროვა) შეიძლება გაქცეული ვარსკვლავების — AE Aurigae (AE მეეტლე), 53 Arietis (ქართული მნიშვნელობა ვერ მოვიპოვე) და Mu Columbae (MU მტრედი)- სახლი ყოფილიყო, რომლებიც კვლავაც მოძრაობენ 100 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარით (თავიანთი ნისლეულის მიმართ).

დამკვირვებლებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს განსაკუთრებული მომწვანო ელფერი ნისლეულში, დამატებით წითელი რეგიონები და ცისფერ-იისფერი არეები. წითელი ელფერი კარგად შესწავლილია. ის გამოწვეულია რეკომბინაციისგან - გამოსხივება 656,3 ნმ ტალღის სიგრძეზე. ცისფერი-იისფერი შეერადება კი გამოწვეულია მასიური O კლასის ვარსკვლავების გამოსხივების არეკვლისგან, რომელიც ნისლეულის ბირთვში მდებარეობენ.

მწვანე ელფერი ასტრონომებისტთვის ადრეულ XX საუკუნეში თავსატეხი იყო, რადგან არც ერთ აქამდე ცნობილ სპექტრულ ხაზებს არ შეეძლოთ მისი ახსნა. გაჩნდა ერთი მოსაზრება, რომ ეს ხაზები გამოწვეულია ახალი ელემენტისგან, რომელსაც „ნისლეულიუმი (nebulium)“ უწოდეს. თუმცა, ატომური ფიზიკის უკეთ შეცნობის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე სპექტრი გამოწვეული იყო ორმაგად იონიზირებული ჟანგბადის გადასვლის დაბალი ალბათობის ელექტრონისგან, სახელად „აკრძალული გადასვლა.“

სტრუქტურა

ოპტიკური სურათები კარგად ასახავენ მტვრისა და გაზის ღრუბლებს ორიონის ნისლეულში; ინფრაწითელი სურათი (მარჯვნივ) გამოააშკარავებს ახალ ვარსკვლავებს, რომლებიც ნისლეულში შიგნით ანათებენ.

M42 არის უფრო დიდი ნისლეულის - ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსის ნაწილი. ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი იშლება მთელ ორიონის ნისლეულში და დამატებით მოიცავს ბერნარის მარყუჟს, ცხენის თავის ნისლეულს, M43-ს, M78-სა და ცეცხლის ნისლეულს. ვარსკვლავები მთელ ორიონის ნისლეულში ფორმირდებიან და სწორედ ინტენსიური სითბოს გამო ეს რეგიონი დაწვრილებით ჩანს ინფრაწითელ დიაპაზონში.

ნისლეული წარმოქმნის არც ისე სფერულ ღრუბელს, რომლის სიმკვრივე პიკს ბირთვთან ახლოს აღწევს. ღრუბლის ტემპეერატურა 10 000 გრადუსამდეა კელვინით, მაგრამ ეს ტემპერატურა საოცრად ეცემა ნისლეულის კიდესთან ახლოს. სიმკვრივის განაწილებისგან განსხვავებით, ღრუბელი გამოსახავს სიჩქარისა და ტურბალენციის მთელ რიგს, განსაკუთრებით მისი ბირთვის გარშემო. ფარდობითი მოძრაობები არის 10 კმ/წმ-მდე, ადგილობრივი ვარიაციებით 50 კმ/წმ და შეიძლება მეტიც კი.

ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები

რამდენიმე პროპლიდის ხედი ორიონის ნისლეულში. სურათი გადაღებულია ნასას ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით.
ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ფოიერვერკები ორიონში.

ორიონის ნისლეული ვარსკვლავური ინკუბატორის ერთ-ერთი მაგალითია, სადაც ახალი ვარსკვლავები ინტენსიურად იბადებიან. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დაახლოებით 700 ვარსკვლავი ნისლეულში ფორმირების პროცესების განსხვავებულ ეტაპებზე არიან. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით (ჰკტ) ჩატარებული უკანასკნელი დაკვირვებებით მეცნიერებმა ძალიან ბევრი პროტოპლანეტარული დისკოები (შემოკლ. პროპლიდი) აღმოაჩინეს. ჰკტ-მ 150-ზე მეტი ასეთი ობიექტი აღმოაჩინა ნისლეულში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ადრეულ ეტაპებზე მდგომი ისეთი სისტემები, რომლის დახმარებითაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა. მათი აშკარა რაოდენობა იმის დასამტკიცებლად გამოიყენეს, რომ ვარსკვლავური სისტემების ფორმირება ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს სამყაროში.

ვარსკვლავები ფორმირდებიან, როდესაც წყალბადის და სხვა გაზების შეჯგუფებები H II რეგიონში იკუმშებიან თავიანთივე გრავიტაციის გავლენით. როდესაც გაზი კოლაფსირებს, ცენტრალური შეჯგუფებები უფრო ძლიერდება და გაზი უკიდურეს ტემპერატურამდე ცხელდება გრავიტაციული პოტენციური ენერგიის თერმულ ენერგიად გარდაქმნის დახმარებით. თუ ტემპერატურა საკმარისია, უკვე იწყება თერმობირთვული სინთეზი (ან თერმობირთვული რეაქციები) და ფორმირდება პროტოვარსკვლავი. ეს უკანასკნელი მაშინ არის „დაბადებული,“ როდესაც ის ენერგიის გამოსხივებას იწყებს და შესწევს იმის უნარი, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს და გრავიტაციული კოლაფსი შეაჩეროს.

როგორც წესი, მატერიის ღრუბელი შესამჩნევად შორს რჩება ვარსკვლავიდან, სანამ თერმობირთვული რეაქციები დაიწყება. ეს ნარჩენი ღრუბელი არის პროტოვარსკვლავის პროტოპლანეტარული დისკო, სადაც შესაძლოა პლანეტების ფორმირება მოხდეს. ბოლო ხანს ჩატარებული დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში აჩვენებენ, რომ მტვრის მარცხველი ამ პროტოპლანეტარულ დისკოებში იზრდებიან და ბილიკებზე იწყება პლანეტისიმალების ფორმირება.

ცოტა ხანში პროტოვარსკვლავი გადადის მთავარი მიმდევრობის ფაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე კლასიფიცირებულია, როგორც ვარსკვლავი. მართალია პლანეტარული დისკოების უმეტესობას პლანეტების ფორმირება შეუძლიათ, მაგრამ დაკვირვებები აჩვენებენ, რომ ინტენსიურ ვარსკვლავურ რადიაციას უნდა დაენგრია ნებისმიერი პროტოპლანეტარული დისკო, რომელიც წარმოიქმნა ჯგუფ „ტრაპეციასთან“ ახლოს, თუ ჯგუფი ისეთივე მოხუცია, როგორც მცირე მასის მქონე ვარსკვლავები კლასტერში (გროვაში). რადგანაც პროპლიდები ტრაპეციასთან ძალიან ახლოს შეინიშნებიან, შეიძლება იმაზე კამათი, რომ ეს ვარსკვლავები ბევრად ახალგაზრდები არიან, ვიდრე მთელი კლასტერის წევრები.

ვარსკვლავური ქარი და მისი ეფექტები

როდესაც ვარსკვლავები ფორმირდებიან, ისინი ნისლეულში ასხივებენ დამუხტული ნაწილაკების ნაკადს, რომელსაც ვარსკვლავური ქარი ეწოდება. მასიურ და ახალგაზრდა ვარსკვლავებს უფრო ძლიერი ვარსკვლავური ქარები აქვთ, ვიდრე ჩვენს მზეს. ქარი წარმოქმნის დარტყმით ტალღებს ან ჰიდროდინამიკურ არამდრადობას, როდესაც ის ეჯახება ნისლეულში არსებულ გაზს, რომელიც შემდეგ გაზის ღრუბლებს აძლევს ფორმას. ვარსკვლავური ქარისგან წარმოქმნილი დარტყმითი ტალღები დიდ როლს თამაშობს ვარსკვლავების ფორმირებაში. ის ამას გაზის ღრუბლების შეერთებით აკეთებს.

ჭავლების ხედი, რომელიც წარმოქმნა ვარსკვლავური ქარის ღრუბლებზე ურთიერთქმედებამ (კელვინ-ჰელმოლცის არასტაბილურობა)

დარტყმითი ტალღების 3 განსხვავებული ტიპი არსებობს ორიონის ნისლეულში. უმეტესობა შეინიშნება ჰერბიგ-ჰაროს ობიექტებში

  • რკალისებრი დარტყმითი ტალღები უძრავია და ფორმირდება, როდესაც ორი ნაწილაკის ნაკადი ერთმანეთს ეჯახება. ისინი წარმოიქმნებიან ნისლეულში არსებულ ძალიან ცხელ ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც ვარსკვლავური ქარის სიჩქარე ათასობით კმ/წმ-ს აღწევს, ხოლო ნისლეულის გარე ნაწილების სიჩქარე ათობით კმ/წმ სიჩქარეს აღწევს. რკალისებრი დარტყმები შეიძლება ასევე წარმოიქმნას ვარსკვლავური ჭავლების (ჯეტები) ფრონტის დასასრულზე, როდესაც ჭავლი ეჯახება ვარსკვლავთშორის ნაწილაკებს.
  • რეაქტიული დარტმითი ტალღები ფორმირდება ახლად დაბადებული T Tauri ვარსკვლავებიდან გამომავალი მატერიის ჭავლებიდან. ეს ვიწრო ნაკადები ასობით კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ და ხდებიან დარტმითი ტალღები, როდესაც ისინი ეჯახებიან შედარებით უძრავ გაზებს.
  • დამახინჯებული დაარტმითი ტალღები დამკვირვებლისთვის რკალისებრის მსგავსად გამოიყურება. ისინი წარმოიქმნება, როდესაც რეაქტიული დარტმითი ტალღა ეჯახება მოძრავ გაზს.

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

HMS Invincible in 1990 HMS Invincible adalah kapal pimpinan Royal Navy dari tiga operator kapal induk pesawat di kelasnya. Dia diluncurkan pada 3 Mei 1977 sebagai kapal ketujuh untuk membawa nama. Dia terlibat dalam aksi dalam Perang Falklands ketika dia ditempatkan dengan HMS Hermes dan mengambil alih sebagai unggulan dari armada Inggris ketika Hermes dijual ke India. Invincible juga dikerahkan dalam Perang Yugoslavia dan Perang Teluk II (Perang Irak). Pada tahun 2005, ia dihentikan dan akhi...

 

12th President of Bolivia For other people named Jorge Cordova, see Jorge Cordova (disambiguation). Jorge CórdovaJorge Córdova.12th President of BoliviaIn office15 August 1855 – 9 September 1857Preceded byManuel Isidoro BelzuSucceeded byJosé María Linares (provisional) Personal detailsBorn(1822-04-23)23 April 1822La Paz, Viceroyalty of the Río de la Plata (now Bolivia)Died23 October 1861(1861-10-23) (aged 39)La Paz, BoliviaManner of deathAssassinationSpouseE...

 

Piala Champions Eropa 1991–92Wembley Stadium in London hosted the final.Informasi turnamenJadwalpenyelenggaraan18 September 1991 – 20 Mei 1992Jumlahtim peserta32Hasil turnamenJuara Barcelona (gelar ke-1)Tempat kedua SampdoriaStatistik turnamenJumlahpertandingan73Jumlah gol192 (2,63 per pertandingan)Pencetak golterbanyak Sergei Yuran Jean-Pierre Papin(7 gol)← 1990–91 1992–93(Liga Champions UEFA) → Piala Champions Eropa 1991-92 dimenangkan untuk pertama kalinya oleh Bar...

Julio Just Julio Just en 1936 Fonctions Ministre des Travaux Publics 4 septembre 1936 – 16 mai 1937(8 mois et 13 jours) Président Manuel Azaña Président du Conseil Francisco Largo Caballero Vice-Président du Gouvernement républicain espagnol en exil (es) 1960 – 1962(2 ans) Président du gouvernement Emilio Herrera Linares 1971 – 1977(6 ans) Président du gouvernement Fernando Valera Aparicio (es) Ministre de l'Intérieur (es) Ministre de la Défe...

 

This article is about the Cold War between Soviet-backed Arab republics and US-backed Arab monarchies. For the conflict between Iran and Saudi Arabia, see Iran–Saudi Arabia proxy conflict. For the conflict between Qatar and Saudi Arabia, see Qatar–Saudi Arabia diplomatic conflict. Period of political rivalry in the Arab world This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This articl...

 

American TV series Marvin MarvinGenreComedy science fictionSlapstickCreated byJon RossJeff BushellStarringLucas CruikshankMim DrewVictory Van TuylJacob BertrandCamille SpirlinPat FinnCasey SanderComposerKenneth BurgomasterCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons1No. of episodes19ProductionExecutive producersJon RossJeff BushellEvan WeissGary BinkowProducersRichard G. King (episode 1)Patty Gary-CoxDavid M. Israel (consulting producer)Steve Leff (consulting producer)...

Vous lisez un « bon article » labellisé en 2009. Navire, intérieur d'un kylix attique du Groupe de Léagros, vers 520 av. J.-C. (Cabinet des médailles de la Bibliothèque nationale de France). Un prêt à la grosse aventure, également appelé nautika ou simplement prêt maritime (en grec ancien ἀργύριον ναυτικός / argurion nautikos ou δανείσματα ναυτικά / daneismata nautika) est, en Grèce antique à l'époque classique, un prêt consenti à ...

 

Questa voce o sezione sull'argomento musicisti italiani non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Pino Perris (Napoli, 25 novembre 1964) è un musicista, arrangiatore e personaggio televisivo italiano. È noto al grande pubblico come pianista del Maurizio Costanzo Show, in sostituzione di Franco Bra...

 

هذه المقالة تحتاج للمزيد من الوصلات للمقالات الأخرى للمساعدة في ترابط مقالات الموسوعة. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة وصلات إلى المقالات المتعلقة بها الموجودة في النص الحالي. (أبريل 2024) منتخب ماليزيا لهوكي الحقل للرجال البلد ماليزيا  التصنيف بوابة المرأة بوابة �...

U.S. law defining citizenship and equal protection This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Civil Rights Act of 1866 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2021) (Learn how and when to remove this message) Civil Rights Act of 1866Long titleAn Act to protect all Persons in the United Stat...

 

Twinkling WatermelonPoster promosiHangul반짝이는 워터멜론 Arti harfiahSparkling WatermelonAlih AksaraBanjjag-ineun WoteomellonMcCune–ReischauerPantchaginŭn Wŏt'ŏmellon GenreFantasiKedewasaanRomansaMusikPengembangStudio Dragon (perencanaan)Ditulis olehJin Soo-wan[1]SutradaraSon Jong-hyun[1]PemeranRyeounChoi Hyun-wookSeol In-ahShin Eun-sooMusikFara Effect[2]Negara asalKorea SelatanBahasa asliKoreaProduksiProduser eksekutifLee Hye-young (CP)Produser Yoo Beom...

 

An agar plate containing tryptone supporting growth of a micro-organism. Tryptone is the assortment of peptides formed by the digestion of casein by the protease trypsin.[1] Tryptone is commonly used in microbiology to produce lysogeny broth (LB) for the growth of E. coli and other microorganisms.[2] It provides a source of amino acids for the growing bacteria. Tryptone is similar to casamino acids, both being digests of casein, but casamino acids can be produced by acid hydro...

Coppa CEV femminile 1995-1996 Competizione Coppa CEV Sport Pallavolo Edizione XVI Organizzatore CEV Date dall'8 dicembre 1995al 3 marzo 1996 Partecipanti 48 Risultati Vincitore  Münster(3º titolo) Secondo  Emlakbank Terzo  Rossy Mosca Statistiche Incontri disputati 88 Cronologia della competizione 1994-95 1996-97 Manuale La Coppa CEV di pallavolo femminile 1995-1996 è stata la 16ª edizione del terzo torneo pallavolistico europeo per squadre di club; iniziata con l...

 

انكماش ماليمعلومات عامةصنف فرعي من عملية النقيض تضخم اقتصادي تعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بيانات جزء من سلسلة مقالات حولالاقتصاد الكُلِّيُّ مفاهيم رئيسة طلب إجمالي عرض إجمالي دورة أعمال انكماش مالي صدمة طلب تخفيض معدل التضخم طلب فعال توقع تكيفي توقعات رشيدة أزمة مالية...

 

Codex Bobbiensis – Halaman terakhir “Gospel of Mark” Codex Bobiensis (k) adalah naskah Alkitab dalam bahasa Latin yang tidak lengkap. Secara khusus, merupakan contoh suatu Alkitab Vetus Latina, jenis yang digunakan dari abad ke-2 sampai diterbitkannya terjemahan Latin karya Hieronimus, Vulgata, pada abad ke-5. Naskah yang ada memuat bagian dari Injil Markus (Markus 8 sampai Markus 16 dengan penutup pendek, yaitu Markus 8:8–11; 8:14–16; 8:19–16:9) dan Injil Matius (Matius 1 sampai ...

Questa voce sull'argomento contee dell'Ohio è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Contea di Carrollcontea LocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Ohio AmministrazioneCapoluogoCarrollton Data di istituzione1832 TerritorioCoordinatedel capoluogo40°34′48″N 81°05′24″W40°34′48″N, 81°05′24″W (Contea di Carroll) Superficie1 033 km² Abitanti28 836 (2000) Densità27,91 ab./km² Altre informazioniF...

 

Ewine van Dishoeck Ewine van Dishoeck adalah seorang ilmuan di bidang astrofisika. Ewine menyelesaikan studi kimia di Leiden University di Netherlands dan kemudian tertarik dengan astrofisika mengikuti pembelajaran dengan fisikawan Alexander Dalgarno di Harvard University pada tahun 1980. Kemudian menyelesaikan gelar PhD di Leiden dengan melakukan penelitian terkait perangsangan dan pemecahan molekul dengan awan gas interstelar, untuk menyelesaikan penelitiannya Ewine pergi ke Atlantic bersam...

 

Company that publishes video games This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Video game publisher – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2009) (Learn how and when to remove this message) Part of a series on theVideo game industry Development Producer Developer Designer Artist Programmer ...

Pour les articles homonymes, voir Larousse. Le Petit LarousseL'édition de 1905, couverture d'Eugène Grasset.Langue FrançaisGenres Dictionnaire explicatif (en)Dictionnaire encyclopédique (en)Date de parution Depuis 1905modifier - modifier le code - modifier Wikidata Le Petit Larousse illustré est un dictionnaire encyclopédique de langue française, publié par les éditions Larousse. Il paraît pour la première fois en 1905, sous la direction de Claude Augé, succédant au Dictionnaire...

 

タナー・スコットTanner Scottサンディエゴ・パドレス #66 マイアミ・マーリンズ時代(2023年4月7日)基本情報国籍 アメリカ合衆国出身地 オハイオ州モガドア(英語版)生年月日 (1994-07-22) 1994年7月22日(30歳)身長体重 6' 2 =約188 cm220 lb =約99.8 kg選手情報投球・打席 左投右打ポジション 投手プロ入り 2014年 MLBドラフト6巡目初出場 2017年9月20日経歴(括弧内はプロチーム在...