თანავარსკვლავედები — ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება.
ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.
ამჟამად მთელი ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი. ყოველი ვარსკვლავი, ხილვადია შეუიარაღებელი თვალით თუ ტელესკოპით, ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის. არსებული თანავარსკვლავედის ცალკეულ ვარსკვლავებს ბერძნული ასოებით აღნიშავენ: მათ შორის ყველაე კაშკაშას — α ასოთი, მომდევნო სიკაშკაშისას — β-თი და ა. შ.
თანავარსკვლავედების კონტურებს სინამდვილეში თითქმის არავითარი მსგავსება არა აქვთ იმ ცხოველებთან და საგნებთან, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. იგივე ითქმის ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე — დიდ დათვზეც. ჩვენს განედებზე მისი 7 კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს ყოველთვის, წელიწადის ყოველ სეზონში, ღამის ყოველ საათში. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიპოვნოთ მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები.
ასევე არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.
თანავარსკვლავედების სახელწოდებები
ლიტერატურა