სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედი (ლათ.Piscis Austrinus) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის (ფომალჰაუტის) ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე 1,2-ია. დაკვირვებისათვის ხელსაყრელი პირობებია აგვისტოში. ჩანს საქართველოდანაც.