ოაკანის მთა (雄阿寒岳 Oakan-dake?) — ფარისებრი ვულკანი იაპონიაში, ჰოკაიდოზე, აკანის ეროვნულ პარკში. მდებარეობს აკანის ტბიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. ვულკანის წვერი ზღვის დონიდან 1370.4 მ. შეადგენს. შედგება ანდეზიტის და სხვა ქანებისაგან. აქვს სამი ვულკანური კრატერი. წარმოიქმნა გვიანდელი პლეისტოცენის პერიოდში. ვულკანის ძირითადი ნაწილი ჩამოყალიბდა განუწყვეტელი ამოფრქვევების შედეგად.
რესურსები ინტერნეტში