ნორთლანდი (ინგლ.Northland Region; მაორ. Te Tai-tokerau) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი. როგორც სახელიდან ჩანს, იგი ქვეყნის ადმინისტრაციული რეგიონებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფანგარეი.
მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეშიაგათისის ტყეები თითქმის განადგურდა, მცირე რაოდენობით იგი დღესაც გვხვდება.
აღმოსავლეთი სანაპირო უფრო უსწორმასწოროა და გამოირჩევა უბეებითა და ნახევარკუნძულებით.
ისტორია
მაორის მითოლოგიის თანახმად, ჩრდილოეთ კუნძული უზარმაზარი თევზი ყოფილა, რომელიც გმირ მაუის დაუჭერია. ამის გამო, ნორთლანდს ხშირად ზედმეტსახელად „თევზის კუდს“ უწოდებენ.
კუნძულზე ევროპული დასახლებების გაჩენის საწყის წერტილად სწორედ ეს რეგიონი მიიჩნევა. მეტად მნიშვნელოვანია დასახლება ვაიტანგი, სადაც 1840 წლის 6 თებერვალს, მაორის ტომებსა და ბრიტანეთის სამეფო ტახტს შორის ხელი მოეწერა ახალი ზელანდიის დაარსების დოკუმენტს.
დემოგრაფია
ნორთლანდი ახალი ზელანდიის ყველაზე ნაკლებურბანიზებული რეგიონია. ურბანულ არეალებში მოსახლეობის მხოლოდ 50 % სახლობს. მათ შორის უდიდესია ქალაქი ფანგარეი 52 200 მცხოვრებით (2011).
ეკონომიკა
2003 წელს, ნორთლანდის მთლიანი შიდა პროდუქტი US$3,243 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 2 %-ს.
რეგიონის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, ხე-ტყის გადამუშავებასა და მებაღეობას.