ნიკოლოზ ალექსის ძე შილო (რუს. Шило, Николай Алексеевич; დ. 7 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი] , 1913, პიატიგორსკი, — გ. 8 ივნისი, 2008, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1970).
ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1937) მუშაობდა სსრკ ჩრდიოლეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა გეოლოგიურ დაწესებულებებში.
1960 წელს გახდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის სამეცნიერო ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (ქალაქი მაგადანი). 1977 წლიდან დასახელებული ცენტრის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ შილოს ძირითადი შრომები შეეხება სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის და გეოქიმიის საკითხებს. პერიგლაციალურ ზონებში მინერალთწარმოქმნის შესწავლის საფუძველზე გამოყო ლითოგენეზისის ახალი — პერიგლაციალური ტიპი.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და მედლებით. სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თხზულებები
- Классификация россыпей Яно-Колымского золотоносного пояса, წგნ.: Геохимия, петрография и минералогия осадочных образований, М., 1963
- Главнейшие черты золотого и золото-серебряного оруденения восточноазиатских вулканогенных поясов, წგნ.: Проблемы металлогении Советского Дальнего Востока, М., 1967.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, , 1986. — გვ. 746.
- Н. А. Шило, წგნ.: Новые данные по геологии Северо-Востока СССР. К 60-летию академика Николая Алексеевича Шило, Магадан, 1973.
სქოლიო