ნიკოლაი რუბინშტეინი დაიბადა 1835 წლის 14 ივნისს, ებრაელების ოჯახში, მოსკოვში, სადაც მის მამა ახლადგახსნილ ქარხანას ფლობდა; რუბინშტეინმა ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. პირველად, რუბინშტეინი ფორტეპიანოს დედასთან სწავლობდა, ხოლო ოჯახის ბერლინში ყოფნის პერიოდში (1844-1846) ფორტეპიანოს თეოდორ კულაკი, ხოლო მელოდიასა და „ქაუნთერპოინტს“ სიგფრიდ დენი ასწავლიდა; ამ პერიოდის განმავლობაში მან და მისმა ძმამ, ანტონმა მენდელსონისა და მეირბეერის ინტერესი და მხარდაჭერა მიიღო. როდესაც ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა, ნიკოლაი სწავლობდა ალექსანდრე ვილიონგთან (მასთან ერთად ტურებშიც დადიოდა). იგი ჯარისგან თავის ასარიდებლად მედიცინას სწავლობდა; 1855 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.[5]
მან 1859 წელს რუსული მუსიკალური საზოგადოების მოსკოვის ფილიალი დააარსა, ხოლო 1866 წელს - მოსკოვის კონსერვატორია პრინც ნიკოლაი პეტრეს ძე ტროუბეცკოიასთან ერთად, რომელიც ამ უკანასკნელის დირექტორად 1881 წლამდე, მის გარდაცვალებამდე მსახურობდა. რუბინშტეინმა ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის ახალ კურდამთავრებული პეტრე ჩაიკოვსკი დაიქირავა, რათა მოსკოვის კონსერვატორიაში ჰარმონია ესწავლებინა. იგი აქტიურად ახალისებდა ჩაიკოვსკის შემოქმედებით ძალისხმევას და მისი კომპოზიციებს ასრულებდა. რუბინშტეინმა „ჩაატარა/ხელმძღვანელობდა“ 1879 წელს ჩაიკოვსკის ოპერის, Eugene Onegin-ის პრემიერას. ნიკოლაი რუბინშტეინის პარიზში,[5]ტუბერკულოზით[6] გარდაცვალების შემდეგ ჩაიკოვსკიმ მის სამახსოვროდ დაწერა საფორტეპიანო ტრიო მინორში.
პიანიზმი
ზოგადად, ნიკოლაი რუბინშტეინი განიხილებოდა როგორც მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტა, თუმცა ახლა მის რეპუტაციას მისი ძმა ანტონი, ჩრდილავს. მისი პიანისტური სტილი საკმაოდ ეწინააღმდეგებოდა ძმის ცეცხლოვან სტილს. ედუარდ გარდენი New Grove-ში (2001) წერს: „მისმა შესრულებებმა ხაზი გაუსვა ნაწილის სტრუქტურის მნიშვნელოვან დეტალებს დეტალების დიდი სიცხადე გამოავლინა“.[5]
რუბინშტეინი ასევე იყო ზოგიერთი ნოტის კომპოზიტორი, თუმცა გარდენმა უარყო მისი მუსიკა, როგორც „უმნიშვნელო“.[5] მის პოპულარულ ნამუშევრებს შორისაა Tarantella ჯი მინორში და Fantasia შუმანის თემით, ორივე საფორტეპიანო სოლოა. კითხვაზე, თუ რატომ არ დაწერა აღნიშნულზე მეტი, მან უპასუხა, რომ მისმა ძმამ ანტონმა „სამისთვის საკმარისი კომპოზიციები შექმნა“.[8]
ლიტერატურა
Garden, Edward, ed. Stanley Sadie, New Grove Dictionary of Music and Musicians, Second Edition (London: Macmilian, 2001), 29 vols. ISBN0-333-60800-3.
Maes, Francis, tr. Arnold J. Pomerans and Erica Pomerans, A History of Russian Music: From Kamarinskaya to Babi Yar (Berkeley, Los Angeles and London: University of California Press, 2002). ISBN0-520-21815-9.
Schonberg, Harold C., The Great Pianists (New York: Simon & Schuster, 1987, 1963). ISBN0-671-64200-6.