ნეაპოლის პროვინცია ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია იტალიაში. 2001 წლის აღწერის მონაცემებით, იტალიის ექვსი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა სწორედ ნეაპოლში მდებარეობს, ზოგადად კი 11 პირველი თხუთმეტეულიდან. ფართობი 1 171,13 კმ²-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობა კი 3 092 859 ადამიანს (2005).
არეალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ტურიზმისთვის. აქ მოგზაურობენ როგორც თვად იტალიელები, ასევე უცხოელები. ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული რომაული ქალაქის, პომპეის ნანგრევები.[1]
ასევე ცნობილი დესტინაციებია ნეაპოლის ყურეში მდებარე კუნძულები: ისკია, პროჩიდა, კაპრი. ლაპრიზე მდებარეობს ცნობილი ლურჯი მღვიმე, რომლის შიგნითაც ზღვის წყალი თითქოს ქვეშიდან ანათებს.[2]
სორენტინის ნახევარკუნძული უკვე საკმაო ხანია რაც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ცნობილია სასმელ ლიმონჩელოთი და ზღვის საუცხოო კლიფებით. მდიდარია ვილებით, ციხესიმაგრეებით, სადარაჯო კოშკებით, ეკლესიებით და ქალაქ ვიკო-ეკუენსეს უძველესი ფერმებით.[3]
სპორტი
პროვინციაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ეს არეალი ერთ-ერთი პირველი იყო სამხრეთ იტალიაში, რომელმაც სპორტის მიყოლა დაიწყო, როდესაც მისი სხვადასხვა სახეობა 1900-იან წლებში ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია ნაპოლი, რომელმაც ორჯერ მოიგი სერია ა და ერთხელ უეფა-ს თასი, როდესაც მის შემადგენლობაში დიეგო მარადონა თამაშობდა.
დღეისათვის პროვინციაში ფუნქციონირებს ხუთი საფეხბურთო კლუბი, რომლები იტალიის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობენ. მათ შორის, ნაპოლი — სერია ა-ში, იუვე-სტაბია და სორენტო — მეორე დივიზიონში.