ნაზი თოვა

„ნაზი თოვა“

ქართული გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯუნიჩირო ტანიძაკი
ქვეყანა დროშა: იაპონია იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი დიოგენე
გამოცემის თარიღი 1948
მთარგმნელი თათია მემარნიშვილი
ქართულად გამოიცა 2022
გვერდი 750
ISBN 978-9941-11-721-3

ნაზი თოვა, დები მაკიოკები (იაპონ. 細雪, Sasameyuki, "ნაზი თოვა") — იაპონელი ავტორის, ჯუნიჩირო ტანიძაკის ნაწარმოები, რომელიც სერიებად იბეჭდებოდა 1943 წლიდან 1948 წლამდე. ის მოგვითხრობს ქალაქ ოსაკაში მცხოვრებ მდიდარ, ბურჟუაზიულ ოჯახზე, 1936 წლის შემოდგომიდან 1941 წლის აპრილამდე. ოჯახის წევრები ცდილობენ მოუძებნონ საქმრო ყველაზე უმცროს დედმამიშვილს - იუკიკოს.

რომანი ასახავს საშუალო კლასის ოჯახისა და გარეუბნული ცხოვრების სტილის სტაგნაციას, მეორე მსოფლიო ომისა და იაპონიის ოკუპაციის ფონზე.

ამერიკელმა კრიტიკოსმა, პატრიკ მაკკოიმ, ჟურნალ Japan Times-ში წიგნი მოიხსენია, როგორც „ტოლსტოისეული სიგრძითა და მაშტაბებით“.

სიუჟეტი

რომანი მოგვითხრობს ოსაკასა და კანსაიში მცხოვრებ მაკიოკას ოჯახზე და ოთხ დედმამიშვილზე. თხრობა დაახლოებით ექვს წელიწადს მოიცავს (1930-იანების შუა პერიოდიდან 1941 წლამდე) და მთლიანად ორიენტირებულია დების პირადი ცხოვრების ასახვაზე. მათი შინაგანი სამყარო და პერსონაჟები, ისევე, როგორც ტრადიციული იაპონური ცხოვრების ატმოსფერო, თითქმის მთლიანად ცვლის სიუჟეტს. კანსაის დიდი წყალდიდობა, ტოკიოს ცუნამი, აგრესია ჩინეთის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომის დაწყება მათი ცხოვრების ფონზე კარგად აღიწერება. მსგავსი სტილი - აქცენტი ქალის გამოსახულებაზე ნაწარმოებებში - მთლიანობაში დამახასიათებელია ტანიძაკისთვის.

სათაური

რომანის სათაური - Sasameyuki (細雪) - სიტყვასიტყვით ნიშნავს მსუბუქ, ნაზ თოვლს, გარდა ამისა, იგი ხშირად გამოიყენება კლასიკურ იაპონურ პოეზიაში. სავარაუდოა, რომ იგი დაკავშირებულია საკურას ყვავილობასთან - უამრავი პოეტი, თუ ავტორი საკურას ყვავილობას თოვლის მოსვლად სიმბოლიზირებს. ალუბლის ყვავილის ცვენა, იაპონურ ლიტერატუირაში, განუყოფლობას გამოხატავს - თემას, რომელიც რომანში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. შევნიშნოთ, რომ ნაწარმოების ორიგინალ სათაურშ არსებული სიტყვა "იუკი" (雪, თოვლი ) იუკიკოს სახელს უკავშირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ისაა რომანის ცენტრალური პერსონაჟი.

ფონი

თავად ავტორი, ჯუნიჩირო ტანიძაკი, დაიბადა ტოკიოში, 1886 წელს. 1923 წელს, დიდი კანტოს მიწისძვრისა და ხანძრის შედეგად, რომელმაც დედაქალაქი თითქმის დესტრუქციულ შედეგამდე მიიყვანა, იგი სამუდამოდ გადასახლდა კანსაის რეგიონში - სწორედ იმ ადგილას, სადაც რომანის სიუჟეტი ვითარდება. წიგნში გამოჩენილი მრავალი მოვლენა თუ პერსონაჟი ჩვეულებრივ ეფუძნება რეალურ ადამიანებსა და მოვლენებს: რიგით მეორე და, საჩიკო, ეფუძნება ავტორის მესამე მეუღლეს, მაცუკოს, ხოლო საჩიკოს დები, შესაბამისად, მაცუკოს დებს. მიუხედავად ამისა, საჩიკოს მეუღლე, ტეინოსუკე, არ გახლავთ თავად ავტორის ალტერ ეგო. ნაწარმოების მოქმედების პერიოდი იწყება 1936 წლის შემოდგომიდან და გრძელდება 1941 წლის აპრილამდე, პერლ ჰარბორის თავდასხმამდე შვიდი თვით ადრე. რომანში მოხსენიებულია მრავალი ისტორიული მოვლენა თუ ფაქტი, მათ შორის 1938 წლის კობის წყალდიდობა, იაპონია-ჩინეთის მეორე ომი და მზარდი დაძაბულობა ევროპაში. წიგნის გამოცემა დაიწყო 1942 წელს, საომარი მოქმედებების განვითარების ფონზე. რომანის პოპულარობამ მიიპყრო სამთავრობო ცენზურის ყურადღება, რომლებმაც ბრძანეს გამოცემის შეჩერება. მათი თქმით, საომარი მოქმედებებისას ისეთი ნაწარმოების გამოცემა, რომელშიც ქალის რბილი, ქალური და ინდივიდუალისტური ცხოვრებაა აღწერილი, არ ღირს.[1]

თემები

დაცემა და დაკნინება არის ნაწარმოების თვალსაჩინო თემები და ხაზგასმულია გარკვეული მოვლენების განმეორებით.[2] იუკიკოს მოსარჩლეები, ყოველწლიური ალუბლის სანახავი ექსკურსიები და ავადმყოფობის მზარდი სიმძიმე რომანში ქმნის "განმეორებითი დაცემების ბილიკს". მსგავსი გაუარესების საპასუხოდ, პერსონაჟებს ახასიათებთ წარსულისადმი ლტოლვა - ისინი ცდილობენ, დაუკავშირდნენ წარსულს ტრადიციებისა და რიტუალების მეშვეობით. დები მაკიოკების მიერ მსგავსი რიტუალების დაცვა უკავშირდება ედოს პერიოდის ვაჭრების კლასის ტრადიციებთან და ეხმიანება ავტორის იმ რწმენას, რომ ედოს ეპოქის კულტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ოსაკაში.[3] რომანში აშკარად შეინიშნება კანსაისა და კანტოს რეგიონების კონტრასტი. მართლაც, დედაქალაქ ტოკიოსგან განსხვავებით, კანსაის რეგიონის დიდებითა და მისი ღირსების ამაღლებით, ტანიძაკს, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.[4] მსგავსი არახელსაყრელი შედარება ტოკიოსა და კანსაის შორის ერთგვარ "საიდუმლო ისტორიას" ეხმიანებოდა.[5]

პუბლიკაცია

ნაზი თოვა, თავდაპირველად, სერიებად იბეჭდებოდა ჟურნალ Chūō Kōron-ში, 1943 წელს, თუმცა გამოცემა შეაჩერა იაპონიის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბიურომ, პირველი ორი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ. 1944 წელს ტანიძაკიმ ხელახლა გამოსცა 248 ეგზემპლარი, რამაც კიდევ ერთხელ აღაშფოთა მილიტარისტული საზოგადოება. უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ნაწარმოებმა დღის სინათლე იხილა და სრული სახით, სამივე ნაწილითურთ, გამოქვეყნდა: I წიგნი 1946 წელს, II წიგნი 1947 წელს, ხოლო III წიგნი - 1948 წელს.[6]

მიღება

რომანი მოიხსენიეს, როგორც "ყველაზე დიდი კოსმოპოლიტური ნაწარმოები მეიძის რესტავრაციის შემდეგ".[7] წიგნმა ავტორს კომერციული წარმატებაც მოუტანა, ტანიძაკიმ დაიმსახურა მაინიჩის პრიზი, ასევე ასაჰის ჯილდო.[8] ნაწარმოები მინიმუმ 14 ენაზეა ნათარგმნი.

ჟურნალ The New York Times-ში ნაწარმოები ჯეინ ოსტინის ნაწარმოებთან - სიამაყე და ცრურწმენა - დააკავშირეს,[9] აგრეთვე, გამოყვეს კონტრასტები. დონალდ ბარმა, ჟურნალის კრიტიკოსმა, თქვა, რომ "ნაწარმოებს გააჩნია "უზარმაზარი ხარისხის ჭეშმარიტების ძალა, რომელიც მხოლოდ სიმართლის ძალას ჩამორჩება".

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რომანის ინგლისურად თარგმანის საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო, სახელდობრ, მისი სათაურის. გამომცემლები ცდილობდნენ, სათაური კარგად გაიგივებულიყო ნაწარმოების იდეასთან, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა მთარგმნელთათვის. საბოლოოდ ისინი The Makioka Sisters-ზე შეჩერდნენ - ნაწარმოების მთავარ მამოძრავებელ პერსონაჟებზე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Rubin, 264
  2. Chambers, The Secret Window, 81
  3. Itō, 204
  4. Chambers, A Tanizaki Feast, 133–138.
  5. Chambers, A Tanizaki Feast, 137.
  6. Chambers, The Secret Window, 71
  7. Nakamura, 58, trans. Anthony H. Chambers
  8. Petersen, Gwenn Boardman (1992). The Moon in the Water: Understanding Tanizaki, Kawabata, and Mishima (en). University of Hawaii Press, გვ. 120. ISBN 978-0-8248-1476-2. 
  9. Barr, Donald. (2021-10-21) Review: 'The Makioka Sisters,' by Junichiro Tanizaki. ციტირების თარიღი: 2022-09-13.

Read other articles:

Klaus LudwigKlaus Ludwig in 2009Kebangsaan GermanLahir5 Oktober 1949 (umur 74)Bonn, West GermanyDeutsche Tourenwagen MastersTahun aktif2000Mantan timHWA 2Start16Menang2Podium7Pole2Lap tercepat0Hasil terbaik3rd di 2000FIA GT ChampionshipTahun aktif1997–1998Mantan timAMG MercedesKremer RacingStart19Gelar juara1 (1998)Menang9Podium14Pole6Lap tercepat5International Touring Car ChampionshipTahun aktif1995–1996Mantan timZakspeed OpelOpel Team RosbergStart33Menang4Podium8Pole4Lap tercepat0H...

 

Bingu wa Mutharika Presiden Malawi ke-3Masa jabatan24 Mei 2004 – 5 April 2012 PendahuluBakili MuluziPenggantiJoyce Banda Informasi pribadiLahir24 Februari 1934 (umur 90)Thyolo, Nyasaland, kini MalawiPartai politikOrganisasi Rakyat Afrika Selatan-Barat, United Democratic Front (UDF), United Party (UP), Democratic People's Party (DPP)Suami/istriEthel Mutharika (deceased)Sunting kotak info • L • B Bingu wa Mutharika lahir dengan nama Brightson Webster Ryson Thom (24...

 

العلاقات الآيسلندية الإستونية آيسلندا إستونيا   آيسلندا   إستونيا تعديل مصدري - تعديل   العلاقات الآيسلندية الإستونية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين آيسلندا وإستونيا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه ...

Kapenta fritta, lago Kariba La cucina zimbabwese comprende i cibi e le pratiche culinarie dello Zimbabwe. Essa è il risultato delle cultura gastronomica del popolo Shona e del popolo Ndebele, ma risente anche di influenze della cucina europea.[1] Uno degli alimenti più popolari nel Paese è il sadza, realizzato con amido di mais; quest'ultimo è chiamato mapfu dagli Shona e impuphu dagli Ndebele. Si tratta di un alimento di base, versatile, che può essere consumato con il tè per c...

 

Mathias NorsgaardInformationsNom de naissance Mathias Norsgaard JørgensenNaissance 5 mai 1997 (26 ans)SilkeborgNationalité danoiseÉquipe actuelle Movistar TeamÉquipes non-UCI 2005-2011Silkeborg IF Cykling2012-2013Herning Cykle KlubÉquipes UCI 2014-2015Team Kelberg-Roskilde Junior2016SEG Racing Academy2017Giant-Castelli2018Riwal CeramicSpeed2019Riwal Readynez2020-Movistar TeamPrincipales victoires Championnats Champion du Danemark du contre-la-montre 2022modifier - modifier le code -...

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Alpha AXP – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Tidak ada alasan yang diberikan. Silakan kembangkan artikel ini semampu Anda. Me...

Protected area in New South Wales, AustraliaGardens of Stone National ParkNew South WalesIUCN category II (national park) A view of the natural stone pagodas in the national parkGardens of Stone National ParkNearest town or cityLithgowCoordinates33°9′16.6″S 150°2′27.5″E / 33.154611°S 150.040972°E / -33.154611; 150.040972Established30 November 1994 (1994-11-30)[1]Area150.8 km2 (58.2 sq mi)[1]Managing authorities...

 

This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Bjørn Eidsvåg – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2010) (Learn how and when to remove this message) You can help expand this a...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. SMK Negeri 1 DenpasarSekolah Menengah Kejuruan Negeri 1 DenpasarInformasiDidirikan24 September 1962JenisSekolah Menengah Kejuruan NegeriAkreditasiAKepala SekolahI Wayan Mustika, S.Pd., M.Pd.Jurusan atau peminatan6 program studi dengan 12 kompeten...

Pour les articles homonymes, voir El-Din. Crac des Chevaliers et Qal’at Salah El-Din *  Patrimoine mondial de l'UNESCO Le château Coordonnées 35° 35′ 45″ nord, 36° 03′ 26″ est Pays Syrie Subdivision Gouvernorat de Lattaquié Type Culturel Critères (ii) (iv) Superficie 8,87 ha Zone tampon 167 ha Numérod’identification 1229 Région États arabes ** Année d’inscription 2006 (30e session) Classement en péril 2013 Géolocalisatio...

 

Edisi pertama dengan tiga jenis cetakan sesuai dengan bahasa daerah di Swiss Kamus Sejarah Swiss adalah sebuah ensiklopedia tentang sejarah Swiss yang menyajikan berbagai berita-berita sejarah Swiss dari masa ke masa. Ensiklopedia ini diterbitkan oleh sebuah yayasan di bawah pengawasan Akademi Ilmu Kemanusiaan dan Sosial Swiss (SAGW/ASSH) dan Lembaga Sejarah Swiss (SGG-SHH) dan didanai oleh hibah riset nasional. Dengan 35 karyawan di kantor pusatnya, yayasan tersebut melayani 100 penasihat a...

 

Darknet market Black Market ReloadedType of siteDarknet marketAvailable inEnglishURLr6rcmz6lga4i5vb4.onion (defunct)[1][2]CommercialdownloadCurrent statusOffline Black Market Reloaded was a .onion hidden Tor website which sold illegal drugs and other illegal goods such as stolen credit cards and firearms. Its popularity increased dramatically after the closure of Silk Road, its largest competitor.[3] In late November 2013, the owner of Black Market Reloaded a...

Beni shōga. El beni shōga (紅生姜, べにしょうが?) es un tipo de tsukemono (encurtido japonés). Está hecho de jengibre cortado en tiras delgadas, de color rojo y encurtidas en agua con sal. Es servido en muchos platos japoneses, incluyendo el gyūdon, okonomiyaki y yakisoba. El beni shōga no es el encurtido de jengibre que se sirve con el sushi, que es llamado gari. Control de autoridades Proyectos Wikimedia Datos: Q817282 Multimedia: Red pickled ginger / Q817282 Datos: Q817282 M...

 

Colin SalmonLahir6 Desember 1962 (umur 61)Bethnal Green, London, EnglandPendidikanRamridge Primary School Ashcroft High SchoolPekerjaanAktorTahun aktif1992–sekarangSuami/istriFiona Hawthorne (1988–sekarang)Anak4Orang tuaSylvia Ivy Brudenell SalmonSitus webwww.miley.co.uk/colinsalmon/index.html Colin Salmon (lahir 6 Desember 1962) adalah seorang bintang film asal Inggris yang terkenal semenjak memerankan Charles Robinson dalam tiga film James Bond (Tomorrow Never Dies, The World...

 

Questa voce sull'argomento ciclisti francesi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Charles CrupelandtCharles Crupelandt nel 1912Nazionalità Francia Ciclismo SpecialitàStrada, pista Termine carriera1914 CarrieraSquadre di club 1904Radiator1905Individuale1906 La Française1907-1909Individuale1910Depas1910Le Globe-Dunlop1911-1914 La Française   Modifica dati su Wikidata...

Formal act of quitting one's position For other uses, see Resignation (disambiguation). Resignation is the formal act of leaving or quitting one's office or position. A resignation can occur when a person holding a position gained by election or appointment steps down, but leaving a position upon the expiration of a term, or choosing not to seek an additional term, is not considered resignation. When an employee chooses to leave a position, it is considered a resignation, as opposed to involu...

 

For other uses, see Inari. Place in Lapland, FinlandInari (Finnish)Aanar (Inari Sami)InariLocation in FinlandCoordinates: 68°54′20″N 27°1′40″E / 68.90556°N 27.02778°E / 68.90556; 27.02778}Country FinlandRegionLaplandMunicipalityInariPopulation (2014) • Total581Time zoneUTC+2 (EET) Inari is a population centre in the municipality by the same name in Lapland, Finland. It is widely known as the capital of Finnish Sámi culture.&...

 

City in Alabama, United States City in Alabama, United StatesGadsden, AlabamaCityAerial photo of downtown Gadsden FlagSealMotto: City of ChampionsLocation of Gadsden in Etowah County, AlabamaCoordinates: 34°0′36″N 86°0′37″W / 34.01000°N 86.01028°W / 34.01000; -86.01028CountryUnited StatesStateAlabamaCountyEtowahFoundedFebruary 18, 1867[1]IncorporatedMarch 9, 1871[2]Government • TypeMayor Council (with seven councilmen) ...

Gérard Hausser Gérard Hausser (1970, FC Metz)Informasi pribadiTanggal lahir 18 Maret 1939 (umur 85)Tempat lahir Strasbourg, PrancisTinggi 1,74 m (5 ft 8+1⁄2 in)Posisi bermain StrikerKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)1960–1967 RC Strasbourg 194 (62)1967–1968 Karlsruher SC 28 (1)1968–1971 FC Metz 96 (21)1971–1974 RC Strasbourg 62 (11)1974–1975 ASPV Strasbourg 0 (0)Total 380 (95)Tim nasional1965–1966 Prancis 14 (2) * Penampilan dan gol di klub senior ha...

 

Красный Крест Республики Сербской (серб. Црвени крст Републике Српске, босн. и хорв. Crveni krst Republike Srpske, англ. Red Cross of Republika Srpska) — гуманитарная организация Республики Сербской, осуществляющая свою деятельность в рамках Международного движения Красного Креста и Крас�...