1967 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1951, 1953 — რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 — რბენა 200 მ; 1951, 1953 — სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 — სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 — ესტაფეტა 4 X 200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 — რბენა 100 მ და 200 მ; 1957 — სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 — სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 — ესტაფეტა 4 X 200, ორჯერ, ესტაფეტა 4 X 100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში). გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი — 6,25 მ. საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ — 11,7 წმ; 200 მ – 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა – 6,25 მ.
მიღწევები
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
03 1952 (ჰელსინკი; 200 მ - 24.2 წმ)
03 1956 (მელბურნი; სიგრძეზე ხტომა - 607 სმ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
01 1951 (მინსკი; 100 მ, 200 მ)
01 1953 (მოსკოვი; 100 მ, 200 მ)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
02 1949 (მოსკოვი; 200 მ)
02 1951 (მინსკი; სიგრძეზე ხტომა)
02 1953 (მოსკოვი; სიგრძეზე ხტომა)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
03 1956 (მოსკოვი; სიგრძეზე ხტომა)
მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი
03 1951 (სიგრძეზე ხტომა)
ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი
01 1953 (ესტაფეტა 4×200)
ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი