მწვანე ხავსის სოკო (ლათ. Xerocomus subtomentosus ) — საჭმელი სოკო ხავსის სოკოს (ლათ. Xerocomus ) გვარისა. ზოგიერთ კლასიფიკაციაში მას და ისევე როგორც ხავსის სოკოს მთლიან გვარს აერთიანებენ ბოლეტუსის (ლათ. Boletus ) გვარში და შესაბამისად მოიხსენიებენ როგორც Boletus subtomentosus . ყველაზე გავრცელებული სახეობაა ხავსის სოკოს გვარიდან.
პირველად აღწერა შვედმა ბოტანიკოსმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Boletus subtomentosus .[ 1]
სამეცნიერო სინონიმები :
Boletus subtomentosus L. , 1753 basionym
Leccinum subtomentosum (L.) Gray , 1821
Rostkovites subtomentosus (L.) P. Karst. , 1881
Versipellis subtomentosus (L.) Quél. , 1886 და სხვა.[ 3]
Boletus crassipes Schaeff. , 1774
Boletus cupreus Schaeff.,1774
Boletus lanatus Rostk. , 1844
Boletus pannosus Rostk., 1844
Boletus striipes Fr., 1874
Boletus leguei Boud. , 1894
აღწერა
ქუდის დიამეტრი — 3—10 სმ -მდე (1 ზოგჯერ 16 სმ-მდეც კი), ბალიშისებრ-ამოზნექილი, ხავერდოვანი, ქუდის ფერი — მონაცრისფრო ან ზეთისხილისფერ-წაბლისფერი.
რბილობი თეთრი, გადატეხვისას ჰაერზე ოდნავ ლურჯდება.[ 4]
ჰიმენოფორი — შეზრდილი, მოყვითალო, ზეთისხილისფერ-ყვითელი, ხელის დაჭერისას ოდნავ ლურჯდება. ზრდასრულ სოკოებს გააჩნიათ მსხვილკუთხოვანი ფორები.
ფეხი — ცილინდრული, მთლიანი; ყვითელი, ზოგჯერ მოწითალო. სიგრძე — 4-10 სმ, სიგანე — 1- 2, ბოჭკოვანი, მუქი-წაბლისფერი ბადით.
სპორების ფხვნილი — მოწაბლისფრო, სპორების ზომა — 12×5 მკმ , თითისტარისებრი.
ეკოლოგია და გავრცელება
მწვანი ხავსის სოკო, რიაზანის ოლქი
იზრდება მრავალფეროვან ტყეებში, ხშირად ველობებზე , გზის პირებზე, ერთეულებად ან ჯგუფებად. ზოგჯერ გვხვდება ჭიანჭველების ბუდეებზე . მიკორიზას ქმნის როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ხეებთან. კოსმოპოლიტია, გავრცელებულია ევროპაში , ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში , ავსტრალიაში , კუნძულ კალიმანტანზე . შედის სუბარქტიკულ და სუბალპურ ზონებში.
სეზონი — ზაფხულ-შემოდგომით.
გამოყენება
საჭმელი სოკოა,[ 5] გამოიყენება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამარილებული.
გახმობისას შავდება.
მსგავსი სახეობები
გალერეა
ლიტერატურა
Грибы СССР. — М.: „Мысль“, 1980.
Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 193. — ISBN 5-17-020333-0 .
Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 110. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3 .
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო