ბოლეტუსისებრნი (ლათ.Boletaceae) — ბაზიდიუმიანი სოკოებისოჯახი. ნაყოფსხეული შედგება ჰომოგენური ქუდისა და ცენტრალური ან ექსცენტრული ფეხისგან. ხორცოვანი და გახმობის დროს ლპობადი სოკოებია. ჰიმენოფორი მილისებრია, მრავალი სახეობისა ადვილად ცალკევდება ქუდის რბილობისაგან (გამონაკლისია Gurodon-ისა და Boletinus-ის გვარების წარმომადგენლები), გაშლილია განვითარების დასაწყისიდან ან თავიდანაა დახურული კერძო საბურველით. მილების ფორები სწორი ან მომრგვალო ფორმისაა, ზოგჯერ . კუთხოვანი, წაგრძელებული ან ლაბირინთისებრი. სპორების ფხვნილი მოყვითალო, მოყვითალო-მომწვანო, ყვითელ-წითელი, ზეთისხილისფერ-ყავისფერი, ჟანგმიწისფერ-ყვითელი, ვარდისფერი ან მოწითალოა. იზრდებიან ნიადაგზე, იშვიათად ხეზე. სახეობების უმრავლესობა მიკორიზის შემქმნელია.[1]
როლფ ზინგერის Agaricales in Modern Taxonomy-ის მეოთხე გამოცემის (1986) თანახმად, ოჯახში შედის 26 გვარი და 415 სახეობა.[2]Dictionary of the Fungi-ში (მე-10 გამოცემა, 2008) აღნიშნულია ოჯახის 35 გვარი და 787 სახეობა.[3] 2000-იან წლებში ჩატარებული მოლეკულური ფილოგენეტიკური კვლევების შემდეგ ბოლეტუსისებრთა ტაქსონომია კიდევ შეიცვალა; მანფრედ ბინდერისა და დეივიდ ჰიბეტის 2006 წლის გამოცემაში აღიარებულია 38 გვარი.[4] გვარების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ადრეულ გვართა (Boletus, Leccinum, Xerocomus) დაყოფის შემდეგ.[5]2014 წლის კოლეგიურ ნაშრომში (ვუ და სხვები) გამოქვეყნდა ქვეოჯახის დონის შვიდი ძირითადი კლადა და 59 გვაროვნული ხაზი, მათ შორის ახალი ქვეოჯახები (Austroboletoideae, Chalciporoideae, Leccinoideae და Zangioideae) და 22 ახალი პოტენციური გვარი.[6] მოლეკულური ფილოგენიით უცნობი გვაროვნული ხაზების ოფიციალური სახელების მინიჭების მიზნით, აღიწერა რამდენიმე ახალი გვარი აზიიდან, ევროპიდან და ჩრილოეთ ამერიკიდან, მათ შორის Baorangia,[7]Butyriboletus,[8]Caloboletus,[9]Exsudoporus,[10]Imperator[11] and Rubroboletus.[12]
სქოლიო
↑Горленко М.В., Бондарцева М.А., Гарибова Л.В.и др. Грибы СССР. — М.: Мысль, 1980. — стр. 144, 303 c.
↑Singer R. (1986). The Agaricales in Modern Taxonomy, 4th, Königstein im Taunus, Germany: Koeltz Scientific Books. ISBN3-87429-254-1.
↑Binder M, Hibbett DS (2006). „Molecular systematics and biological diversification of Boletales“. Mycologia. 98 (6): 971–81. doi:10.3852/mycologia.98.6.971. PMID17486973.
↑Nuhn ME, Binder M, Taylor AFS, Halling RE, Hibbett DS (2013). „Phylogenetic overview of the Boletineae“. Fungal Biology. 117 (7–8): 479–511. doi:10.1016/j.funbio.2013.04.008. PMID23931115.
↑Wu G, Feng B, Xu J, Zhu X-T, Li Y-C, Zeng N-K, Hosen MI, Yang ZL (2014). „Molecular phylogenetic analyses redefine seven major clades and reveal 22 new generic clades in the fungal family Boletaceae“. Fungal Diversity. 69 (1): 93–115. doi:10.1007/s13225-014-0283-8. S2CID15652037.
↑Wu G, Zhao K, Li Y-C, Zeng N-K, Feng B, Halling R, Yang ZL (2015). „Four new genera of the fungal family Boletaceae“. Fungal Diversity. 81: 1–24. doi:10.1007/s13225-015-0322-0. S2CID12387063.
↑Arora D, Frank JL (2014). „Clarifying the butter Boletes: a new genus, Butyriboletus, is established to accommodate Boletus sect. Appendiculati, and six new species are described“. Mycologia. 106 (3): 464–80. doi:10.3852/13-052. PMID24871600. S2CID207708824.
↑Assyov B, Bellanger JM, Bertéa P, Courtecuisse R, Koller G, Loizides M, Marques G, Muñoz JA, Oppicelli N, Puddu D, Richard F, Moreau PA (May 21, 2015). „Nomenclatural novelties“. Index Fungorum (243).
↑Zhao K, Wu G, Yang ZL (2014). „A new genus, Rubroboletus, to accommodate Boletus sinicus and its allies“. Phytotaxa. 188 (2): 61–77. doi:10.11646/phytotaxa.188.2.1.