მუსიკის ფილოსოფია — სწავლება „მუსიკის ბუნებისა და ჩვენი მისეული გამოცდილების გარშემო ფუნდამენტური კითხვების“ შესახებ.[1] მუსიკის ფილოსოფიური განხრით შესწავლას დიდი კავშირი აქვს მეტაფიზიკასა და ესთეტიკასთან. ტერმინი მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და 1980-იანი წლებიდან დისციპლინის სახელად დამკვიდრდა.[2]
საბაზისო კითხვები მუსიკის ფილოსოფიის გარშემო შემდეგია:
- რა არის მუსიკის დეფინიცია? (რა კრიტერიუმებით კლასიფიცირდება რაიმე მუსიკად?)
- როგორია მუსიკისა და გონების ურთიერთობა?
- როგორია მუსიკისა და ენის ურთიერთობა?
- რას გვეუბნება მუსიკის ისტორია მსოფლიოს შესახებ?
- რა კავშირია მუსიკასა და ემოციებს შორის? (მე-19 საუკუნეში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, შეეძლო თუ არა წმინდა ინსტრუმენტულ მუსიკას ემოციების გადმოცემა და წარმოსახვითი სცენების გამოსახვა)
დისციპლინის განვითარებაში წვლილი შეიტანეს ფილოსოფოსებმა, მუსიკალურმა კრიტიკოსებმა, მუსიკოლოგებმა, მუსიკათმცოდნეებმა და სხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა.
სქოლიო