ესთეტიკა (ბერძ.aisthētikos — გრძნობა, შეგრძნება) — ფილოსოფიის დარგი, რომელიც არკვევს ხელოვნებისა და მშვენიერების ბუნებას, ღირებულებასა და საზრისს. ესთეტიკა ცალკე ფილოსოფიურ დისციპლინად ჩამოაყალიბა გერმანელმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ გოტლიბ ბაუმგარტენმაXVIII საუკუნეში, მანვე დაარქვა მას ეს სახელი. მანამდე ესთეტიკის საკითხებს მოსაზღვრე ფილოსოფია (ონტოლოგიურ, გნოსეოლოგიურ, ეთიკურ, ნატურფილოსოფიურ, თეოლოგიურ და ა. შ.) პრობლემებთან ერთად განიხილავდნენ, თუმცა უკვე პლატონმა და არისტოტელემ გამოავლინეს ესთეტიკის პრობლემათა თავისთავადი მნიშვნელობა.
ლიტერატურა
Derek Allan, Art and the Human Adventure, Andre Malraux's Theory of Art, Rodopi, 2009
Augros, Robert M., Stanciu, George N., The New Story of Science: mind and the universe, Lake Bluff, Ill.: Regnery Gateway, c1984. ISBN 0-89526-833-7 (has significant material on Art, Science and their philosophies)
John Bender and Gene Blocker Contemporary Philosophy of Art: Readings in Analytic Aesthetics 1993.