მონღოლეთის ალთაის პეტროგლიფები (მონღ. Монгол Алтайн нурууны хадны зургийн цогцолбор) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩრდილოეთ მონღოლეთში, მდინარე ჩულუტის ხეობაში. მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე და გადაჭიმულია 40 კილომეტრზე.
პეტროგლიფები აღმოაჩინეს 1963 წელს. ისინი ძირითადად მდებარეობენ ბიჩიგტ-ხადისა და ხოიდ-ცენხერის მღვიმეებში
აქ აღმოჩენილ მრავალრიცხოვან კლდის მხატვრობას შორის სამი ძეგლი მიუთითებს მონღოლეთში კულტურის განვითარებაზე. მათ შორის ყველაზე ადრეული მიეკუთვნება ძვ. წ. 11 000-6 000 წლებს. ყველაზე გვიანდელი მხატვრობა კი შესრულებულია იმ პერიოდში, როდესაც მიმდებარე ტერიტორიამ მიიღო თანამედროვე სახე.
2011 წლის 28 ივნიის პეტროგლიფები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო