მონტე-კარლო (ფრანგ.Monte Carlo) — მონაკოს ერთ-ერთი რაიონი, რომელიც შეცდომით მიაჩნიათ როგორც ქალაქი და ხშირად მონაკოს დედაქალაქი.
მონტე-კარლო ცნობილია კაზინოებითა და აზარტული თამაშებით. მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 15 000 ადამიანია. მონტე-კარლო მოიცავს არა მარტო საკუთარ ტერიტორიას, სადაც განთავსებულია ცნობილი სამორინე „Le Grand Casino“, არამედ სენტ-მიშელისა და სენტ-რომანის გარკვეულ ტერიტორიას.
ისტორია
ქალაქი დაარსდა 1866 წელს. მონტე-კარლო მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან, რაც „ჩარლზის მთას“ ნიშნავს. მთას, რომელზეც რაიონია გაშენებული, სახელი პრინცჩარლზ III-ის პატივსაცემად ეწოდა.
კულტურა
მონტე-კარლო ბევრ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში ფიგურირებს. მაგალითად 1930 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი „მონტე-კარლო“.
სპორტი
მონტე-კარლოშია მონაკოს წრის უდიდესი ნაწილი, რომელზედაც იმართება ფორმულა 1-ის რბოლები მონაკოს გრანპრის განმავლობაში. მონტე-კარლო ასევე მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატებს ბოქსში, ევროპული პოკერტურის ფინალს და მსოფლიოს ნარდის ჩემპიონატს. აგრეთვე მოდის ჩვენებებს და სხვა მოვლენებს.