მონტე-ალტო — არქეოლოგიური ძეგლი წყნარი ოკეანის სანაპიროზე გვატემალაში, რომელმაც სახელწოდება მისცა არქეოლოგიურ კულტურას.
მონტე-ალტო მდებარეობს ქალაქ სანტა-ლუსია-კოცუმალგუაპანიდან 20 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეკსინტლას რაიონში. იგი რამდენიმე არქეოლოგიურ პერიოდსა და კულტურას ეკუთვნის. უძველესი დასახლება წარმოიქმნა დაახლოებით ძვ. წ. 1800 წელს. ამ პერიოდში არსებული კულტურა მონტე-ალტო ერთ-ერთი უძველესია მესოამერიკაში და, როგორც ჩანს, ოლმეკებს უძღოდა წინ.
ადრეულ წინარეკლასიკურ პერიოდში (ძვ. წ. 400 — ახ. წ. 200) მონტე-ალტო რეგიონული ცენტრი გახდა.
მონტე-ალტოში აღმოჩენილია 45 მსხვილი ნაგებობა, რომელთაგანაც ყველაზე მაღალია 20-მეტრიანი პირამიდა.
მონტე-ალტო ცნობილია თავისი ძეგლებით — ესენია „მუცლიანი“ ადამიანების თავები და გამოსახულებები (სხეულის ამგვარი ფორმა, როგორც ჩანს, გმაოწვეულია იმით, რომ ფიგურები იკვეთებოდა ბაზალტის უხეში, მრგვალი ქვებისგან).
Parsons, Lee A. 1976 Excavation of Monte Alto, Escuintla, Guatemala In Research Reports: Abstracts and Reviews of Research during the Year 1968. pp. 325—332 National Geographic Society, Washington, DC
Popenoe De Hatch, Marion 1989 A seriation of Monte Alto sculptures In New Frontiers in the Archaeology of the Pacific Coast of Southern Mesoamerica. Frederick Bove and Lynette Heller, eds. pp. 25-42 Anthropological Research Papers, 39 Arizona State University, Tempe