ჩინური კრიტიკა მის ნაწარმოებებს მიაკუთვნებს „ფესვების მეძებარ ლიტერატურასთან და მაგიურ რეალიზმთან“[11]. ინგ ლი ჰუა მას უწოდებს „უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და ნაყოფიერი ჩინელი მწერალი დღეს“, რომლის წარმატების საიდუმლოც არის — მკაცრის და მიწიერის გარდაქმნა რაღაც დახვეწილში ლირიკული სიხარულის მისაღწევად, სადაც შეღწეულია მისი შრომა[12]. ჰარვარდ გოლდბლათი ამტკიცებს, რომ მისი სახელი იცის ყველა კომპეტენტურმა ჩინელმა, და მო იენის პატარა დედულეთს ადარებს ფოლკნერის იოკნაპატავას, მითითებით, რომ მწერალმა მიიღო ამბიციური პროექტი მეოცე საუკუნის ჩინური ისტორიის ქრონიკებით თავის ბესტსელერებში[13].
ბიოგრაფია
მო იენი — ეს ფსევდონიმია, ჩინურიდან თარგმნისას ნიშნავს „გაჩუმდის“. ნამდვილი სახელი — გუან მოიე (ჩინ.: 管谟业)[14].
დაიბადა, ინგ ლი ჰუას მონაცემების მიხედვით, 1955 წელს გაომში თანამედროვე საქალაქო ოლქი ვეიფანი შადუნის პროვინციაში (ამ ადგილის სოფელში მიმდინარეობს მისი ნაწარმოებების რიგითი ამბები), 11 წლისას „ლიტურატურული რევოლუციის“ გამო დაეტოვებინა სკოლა. 1976 წელს, რამდენიმე უარყოფითი პასუხის შემდეგ შეძლო მომხდარიყო ჯარში, სადაც ის პოლიტიკურ მუშათა პერსონალს შეუერთდა. ჯარში მან განათლების მიღება განაგრძო.
ჩინეთის მწერალთა ასოციაციაში 1986 წელს მოხვდა. შეიარაღებული ძალები 1997 წელს დატოვა და გადავიდა გაზეთის რედაქტორის წოდებაზე სამუშაოდ.
ამჟამად მო იენი იკავებს ჩინელ მწერალთა ასოციაციაში თავჯდომარის მოადგილეს თანამდებობას.
შემოქმედება
1980 წლების მეორე ნახევარში ლიტერატურაში აქტიურად შესული მო იენი და მასთან ერთად რამდენიმე თანამედროვე, როგორც წესი თანამედროვე ჩინური ლიტერატურის 5 თაობიდან განეკუთხვენება მეოთხეს[15].
მო იენმა ლიტერატურული კარიერა 1981 წელს დაიწყო და პირველი ნაწარმოები ტრადიციულ-რეალისტურ მანერაში შექმნა, მესამე პირში თხრობით. უკვე 1980-იანებში ის თვალნათლივ ცვლის წერის ხერხებს.
მკითხველის ყურადღების ქვეშ მოქცეული მო იენის პირველი ნაწარმოები გახდა მოთხრობა „ბოლოკი, წითელი გარედან და გამჭვირვალე შიგნიდან“, ამბავი სადაც მთხრობელის ხმა, მიმდინარეობისას ეხამება სოფლელი ობოლი-ბიჭის სახეს, რომელსაც ბუნების აღქმის დიდი მგრძნობელობა გააჩნია.
ნაწარმოები „წითელი სორგო“, გამოქვეყნებულია 1986 წელს, მინიჭებული ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“ და მიიღო მსოფლიო აღიარება ისევე როგორც მისმა ეკრანიზაციამ, რომელიც ერთ წელიწადში განახორციელა ჯანგ იმოუმ[16]. არც ისე დიდ ნაწარმოებში იშლება ერთი ოჯახის ისტორია 1930-იან წლებში ანტი-იაპონური ომის ფონზე, მთხრობელად გვევლინება შვილიშვილი, მოვლენების მონაწილე. ეპიზოდებში ირღვევა ხაზოვანი თანმიმდევრობა.
მოი იენის ერთ-ერთი ბოლო წიგნია „დავიღალე დაბადებით და სიკვდილით“[17] არჩევს ურთიერთობას ფერმერისა და მიწას შორის, და მისი სხვა ნაწარმოებებთან შედარებით ნაკლებ ძალადობას შეიცავს და მეტ განჭვრეტას. ისტორია, რომელსაც უმრავლესობა მო იენის საუკეთესო ნაწარმოებად აღიქვამს, მონაყოლია თაღლითის მიერ, რომელიც აწამეს მიწის რეფორმის დროს 1950 წელს და რომელიც 50 წლის მანძილზე ადევნებს თვალყურს მოვლენებს, იგი იბადება სხვადასხვა სახლის ცხოველების სახით[18].
ამ ნამუშევარს მიენიჭა ნიუმენის პრემია ჩინურ ლიტერატურაში. 2011 წელს კი მწერალმა მაო დუნის პრემია აიღო წიგნისთვის „ბაყაყი“. 2012 წელს დამტკიცდა ნობელის პრემიის ფლობელად ლიტერატურაში.