მიხეილ იოსების ძე თუმანიშვილი (რუს. Михаил Иосифович Туманишвили; დ. 19 ივნისი, 1935, მოსკოვი — გ. 22 დეკემბერი, 2010, იქვე) — ქართული წარმოშობის საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი და მსახიობი.
ბიოგრაფია
მიხეილ თუმანიშვილი დაიბადა მოსკოვში. 1957 წელს დაამთავრა შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა მსახიობად პუშკინის სახელობის თეატრში. 1963 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან (ГИТИС) არსებული სარეჟისურო კურსების მუსიკალური რეჟისურის განყოფილება. 1963–1966 წლებში იყო კრემლის ყრილობათა სასახლის რეჟისორი, 1964 წლიდან – კონოსტუდია „მოსფილმის“ რეჟისორის ასისტენტი და მეორე რეჟისორი. გარდაიცვალა 2010 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში.[1] [2]
ფილმოგრაფია
რეჟისურა
- 1981 — „საპასუხო სვლა“
- 1982 — „შემთხვევა კვადრატში 36-80“
- 1984 — Полоса препятствий
- 1985 — Одиночное плавание
- 1987 — Свободное падение
- 1989 — Авария — дочь мента
- 1992 — Волкодав
- 1993 — Завещание Сталина
- 1995 — Крестоносец
- 1998 — Юкка
- 2000 — Марш Турецкого (სერიალი)
- 2003 — Стилет 2 (სერიალი)
- 2003 — Верёвка из песка (სერიალი)
- 2005 — Тёмный инстинкт
- 2007 — Комната с видом на огни
- 2008 — Второе дыхание
- 2008 — Дорога, ведущая к счастью
- 2010 — Сильная слабая женщина
- 2010 — Сивый мерин
სამსახიობო
- 1957 — Ленинградская симфония
- 1961 — Битва в пути — Щербаков
- 1961 — Жизнь сначала
- 1962 — Армагеддон
- 1995 — Крестоносец
- 2000 — Марш Турецкого — Патрик Норд, хоккейный агент из США
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში