მიხეილ სალუაშვილი |
---|
დაბადების თარიღი |
16 ივლისი, 1958 |
---|
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
---|
გარდაცვალების თარიღი |
1 აპრილი, 2021 (62 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო |
---|
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
---|
განათლება |
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი |
---|
ეროვნება |
ქართველი |
---|
პარტია |
სამართლიანობის აღდგენის კავშირი |
---|
ძირითადი იდეები |
საქართველოს სულიერი მისიის კვლევა |
---|
საქმიანობა |
თეოლოგი; პოლიტოლოგი; კონსტიტუციონალისტი |
---|
მეუღლე/ები |
ნანა სალუაშვილი |
---|
შვილ(ებ)ი |
ზაალ სალუაშვილი; საბა სალუაშვილი |
მიხეილ სალუაშვილი (დ. 16 ივლისი, 1958, თბილისი — გ. 1 აპრილი, 2021, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
1980–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში; 1983–1989 წლებში სპი-ს „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაში; 1990–1991 წლებში სპი-ს „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ უფროსად; 1991–1995 წლებში სპი-ს „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის გამგის მოადგილედ — „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად; 1991 წელს იყო საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარე; 1992 წლის იანვარიდან გარდაცვალებამდე იყო „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ის ლასკარის თავმჯდომარე. 133 კრებულისა და 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 2018 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატი. მონაწილეობა ჰქონდა საპრეზიდენტო (2013, 2018) და თბილისის მერის არჩევნებში (2014). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 1376 (0,08%) ხმა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 2970 (0,19%) ხმა. 2018 წლიდან იყო „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პრეზიდენტი.
მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა 2021 წლის 1 აპრილს, თბილისში.[1]
პირადი ცხოვრება
ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| კანდიდატები I ტურში | |
---|
| კანდიდატები II ტურში | |
---|
| არჩეული პრეზიდენტი | |
---|
| მოქმედი პრეზიდენტი | |
---|
|