მერკურის კუნძულები (ინგლ. Mercury Islands) — კუნძულთა მცირე ჯგუფი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მდებარეობს კორომანდელის ნახევარკუნძულიდან 8 კმ-ში, ქალაქ ფიტიანგიდან 35 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ადმინისტრაციულად შედის უაიკატოს რეგიონში.
გეოგრაფია
ჯგუფი მოიცავს დიდი მერკურისა და რედ-მერკურის კუნძულებს, ასევე ხუთ სხვა პატარა კუნძულს. დასახლებული მხოლოდ პირველი მათგანია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, დანარჩენები კი ბუნების ნაკრძალს მიეკუთვნება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში