მასუდ II (სპარს. غياث الدين مسعود بن كيكاوس; არაბ. غياث الدين مسعود بن كيكاوس; თურქ. III. Gıyaseddin Mesud) — ქეი-ქავუს II-ის უფროსი შვილი, რუმის სულთანი 1284–1296 და 1303-1307 წლებში.
მმართველობა
მასუდ II-მ ახალგაზრდობის გარკვეული პერიოდი ყირიმში, დევნილობაში გაატარა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 1280 წელს, იგი პირველად გამოჩნდა ანატოლიაში, როგორც ტახტის პრეტენდენტი. 1284 წელს, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ახალმა ილხანმა — აჰმედ თოგუდანმა ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა სულთანი ქეი-ხოსროვ II, რის შემდეგაც მომდევნო სულთნად მასუდ II გამოაცხადა[1]. აჰმედის მემკვიდრემ, არღუნ-ხანმა სელჩუკთა მიწები დაყო და კონია და სასულთნოს დასავლეთი ნაწილის ნახევარი ქეი-ხოსროვ II-ის შვილებს გადასცა. მასუდ II-მ მოკლა გარდაცვლილი სულთნის შვილები და 1286 წელს სასულთნოში დამკვიდრდა[2].
1298 წელს, მასუდ II ტახტიდან ჩამოაგდეს და რუმის სულთნის თანამდებობაზე ქეი-ყუბად III დანიშნეს. ახალი სულთანი 1302 წელს, ილხანთა საყაენოში სტუმრობისას, ყაზან-ყაენმა სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ, 1303 წელს, მათ კვლავ მასუდ II დააბრუნეს ტახტზე[3].
1306 წლიდან, მასუდ II და თვით რუმის სასულთნო ისტორიულ წყაროებში აღარ მოიხსენიება[3].
ლიტერატურა
- Райс Т., Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams (New York: Taplinger, 1968), p. 294
- ↑ Cahen, Pre-Ottoman Turkey, p. 295
- ↑ 3.0 3.1 Cahen, Pre-Ottoman Turkey, p. 301
რუმის სულთნები (1077–1307) |
---|
| |
|