აჰმედ თოგუდანი (მონღ. Ахмед Тэкүдэр; დ. დაახლ. 1247 — გ. 10 აგვისტო, 1284) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მესამე ილხანი (1282-1284 წწ.). ჰულაგუს მეშვიდე შვილი, აბაღა-ხანის ძმა.
ახალგაზრდობაში მონათლეს და უწოდეს ნიკოლოზი, ტახტზე ასვლის შემდეგ, ილხანებს შორის პირველმა მიიღო ისლამი. გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ თოგუდანმა ეკლესიები და წარმართული ტაძრები მეჩეთებად გადააკეთა, ხოლო სირიელი ისტორიკოსისა და ენციკლოპედისტის, ბარჰებრაიას ცნობით, იყო ტოლერანტი მმართველი ყველა სარწმუნოების და განსაკუთრებით ქრისტიანობის მიმართ. მან ილხანთა საყაენო სასულთნოდ გარდაქმნა. ამის გამო 1284 წელს აჰმედს აუჯანყდა საკუთარი ძმისშვილი, არღუნი, რომელმაც ის ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა.
რესურსები ინტერნეტში