ქეღათუ-ყაენი (მონღ. Гайхату; დ. ? — გ. 24 მარტი, 1295) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეხუთე ილხანი (1291-1295 წწ.). ჰულაგუს შვილიშვილი, აბაღა-ხანისა და ნუკდან-ხათუნის შვილი.
არღუნ-ხანის სიკვდილის შემდეგ ილხანის ტახტზე მონღოლური არისტოკრატია ქეღათუს კანდიდატურას განიხილავდა ყაზანთან და ბაიდუსთან ერთად, რომლებიც სარგებლობდნენ უმრავლესობის მხარდაჭერით. საბოლოო არჩევანი შეჩერდა ქეღათუზე, რომელიც ილხანად გამოაცხადეს ქალაქ ხლათში 1291 წლის 23 ივლისს.
1295 წელს ქეღათუ მისმა ბიძაშვილმა ბაიდუმ ტახტიდან ჩამოაგდო და 24 მარტს სიკვდილით დასაჯა.
რესურსები ინტერნეტში
- Mehmet Eti.. Gaykhatu en. Anatolian Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-14. ციტირების თარიღი: 2010-05-23.