მარიანო ასუელა (დ. 1 იანვარი, 1873, ლაგოს-დე-მორენო — გ. 1 მარტი, 1952, მეხიკო) — მექსიკელი მწერალი. სათავე დაუდო მექსიკის რევოლუციის ამსახველ და სოციალურ რომანს.
მისი თხზულებებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია: „ვინც ქვემოთ არის“ (1916), რომელიც მექსიკის 1910 რევოლუციის ამბებს ასახავს, აგრეთვე „მარია ლუისა“ (1907), „ხელმოცარულნი“ (1908), „სარეველა“ (1909), „ამხანაგი პანტოხა“ (1937), „რეგინა ლანდა“ (1939), „ახალი ბურჟიაზია“ (1941), „წყევლა“ (გამოქვეყნდა 1955). ამ რომანებმა ასუელას მექსიკის უდიდესი რეალისტი მწერლის სახელი მოუხვეჭა.
ლიტერატურა
სქოლიო