|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიხლაძე.
|
მარიამ ალექსანდრეს ასული ჩიხლაძე (დ. 28 აგვისტო, 1911, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკი. გორის რაიონის სოფელ ძევერის მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის ბრიგადირი. სკკპ წევრი 1939 წლიდან. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი (1971). ხილის მაღალი მოსავლის მიღებისათვის 1972 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაჯილდოებული ორი ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რეკომენდებული ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში