მარგარეტ ჰარვუდი (ინგლ. Margaret Harwood; დ. 19 მარტი, 1885 — გ. 6 თებერვალი, 1979[4]) — ამერიკელი ასტრონომი და მარია მიტჩელის ობსერვატორიის პირველი დირექტორი, სპეციალიზებული ფოტომეტრიაში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
მარგარეტ ჰარვუდი დაიბადა 1885 წელს, ლიტლტონში, მასაჩუსეტსი. იგი ჰერბერტ იოსიფ ჰარვუდის და ემელ ავგუსტა გრინის ცხრა შვილიდან ერთ-ერთი იყო. ჰარვუდი რედკლიფის კოლეჯში სწავლობდა, რომელიც 1907 წელს დაამთავრა.
კარიერა
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მარგარეტ ჰარვუდი, ჰარვარდის ობსერვატორიაში მუშაობდა. ამასთანავე, იგი ბოსტონის, კემბრიჯის და დედემის კერძო სკოლებში ასწავლიდა. 1912 წელს, იგი ნანტაკეტში მდებარე პირველი ამერიკელი ასტრონომი ქალის — მარია მიტჩელის ობსერვატორიის წევრობით დაჯილდოვდა. 1916 წელს, ჰარვუდი ობსერვატორიის დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა, მას 1957 წლამდე ეკავა. მისი ძირითადი სამუშაო სფერო, ფოტომეტრია — ვარსკვლავების და ასტეროიდების ნათებაში ცვლილებების გაზომვა იყო. როგორც ამერიკის ასტრონომიული და სამეფო ასტრონომიული საზოგადოებების წევრი, მარგარეტ ჰარვუდი დაუკავშირდა ახალგაზრდა ასტრონომებს და მათთან ერთად იმოგზაურა ევროპასა და აშშ-ში. იგი მოხალისედ მუშაობდა ნანტაკეტის კოლეჯის საავადმყოფოსა და ნანტაკეტის სკოლის კომიტეტში. მის სახელს მიეწერება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, მაგალითად ის, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ასწავლიდა, ხელმძღვანელობდა სტუდენტებს და ნანტაკეტის კოლეჯის საავადმყოფოში, მეურვედ მუშაობდა.
მიღწევები
მის მიერ ასტეროიდ ვაშინგტონია 886-ის აღმოჩენა, ფორმალურ აღიარებამდე ოთხი დღით ადრე გაუქმდა. ამ დროს, ჰარვარდის ხელმძღვანელები, არაადეკვატურად მიიჩნევდნენ, რომ ქალს, მსგავსი აღმოჩენებისთვის, საყოველთაო აღიარება მოეპოვებინათ[5].
იგი ასევე პირველი ქალი იყო, რომელმაც იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდ ობსერვატორიაში, მაუნტ-უილსონში მოღვაწეობის უფლება მოიპოვა[6].
1960 წლის სექტემბერში, სამეცნიერო ტრიომ, კორნელის იოჰანეს ვან ჰაუტენის, ინგრიდ ვან ჰაუტენ-გრონველდის და ტომ გერელსის შემადგენლობით, აღმოაჩინა ასტეროიდი და ჰარვუდის საპატივცემოდ 7040 Harwood (2642 P-L) უწოდეს. იგი მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში მოთავსებული მთავარი ასტეროიდია[5].
გარდაცვალება
გარდაიცვალა 1979 წლის 6 თებერვალს, ბოსტონში, 93 წლის ასაკში[5].
რესურსები ინტერნეტში
- Littleton astronomer Margaret Harwood remembered for achievements
- Papers of Margaret Harwood, 1891-1971. Schlesinger Library, Radcliffe Institute, Harvard University.
- Jane Lancaster. Making Time: Lillian Moller Gilbreth, A Life Beyond "Cheaper by the Dozen". ციტირების თარიღი: September 10, 2012.
- (1959) Sweeper in the Sky: The Life of Maria Mitchell, First Woman Astronomer in America. Nantucket Maria Mitchell Association.
- (1968) A Scientific utpost: The First Half Century of the Nantucket Maria Mitchell Association. Nantucket Maria Mitchell Association.
- Shearer, Benjamin F.; Shearer, Barbara S. (1997) Notable Women in the Physical Sciences: A Biographical Dictionary. Westport, CT: Greenwood Press, გვ. 176–178. ISBN 0-313-29303-1.
სქოლიო