ვიკინგების დროიდან დღემდე მდინარე გამოიყენება, როგორც სატრანსპორტო არტერია. ცნობილი სატვირთო ხომალდები „Lady Patricia“ და „Miranda Guinness“ 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენებოდა ლუდ „გინესის“ გადმოსატანად „St. James’s Gate Brewery“-ს ქარხნიდან. ამჟამად ერთადერთი რეგულარული მოძრაობა მდინარეზე ხორციელდება მხოლოდ ტურისტული წყლის ტრამვაით, რომელიც დუბლინის ცენტრზე გადის.