დუბლინის ყურე — (ინგლ.Dublin Bay; ირლ.Cuan Bhaile Átha Cliath) — ყურე მდინარე ლიფისირლანდიის ზღვაში ჩასვლის ადგილას. ყურის სიგრძეა 10 კმ, სიგანე 7 კმ. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ყურეს ეკვრის ირლანდიის დედაქალაქი — დუბლინი.
დუბლინის ყურე ცნობილია თავისი წყალნაკლებობით, მასში ბევრი ქვიშის დანალექი და წყალმარჩხობაა, რასთანაც არის დაკავშირებული ჩაძირული გემების დიდი რაოდენობა დუბლინის მთელი ისტორიის განმავლობაში.