ლიგა 3 (წარსულში — მეორე ლიგა) — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონი ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის შემდეგ, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლიდან.
ლიგის ფორმატი
ამჟამინდელი სახელწოდება ლიგას მიენიჭა 2017 წელს, როცა გათამაშებაში ოცი გუნდი მონაწილეობდა[1]. 2019 წლის სეზონიდან კლუბების რაოდენობა განახევრდა.
მოქმედი რეგლამენტის თანახმად, გათამაშება ტარდება ოთხ წრედ. სეზონის განმავლობაში ყოველი კლუბი ატარებს ოთხ მატჩს თითოეულ მეტოქესთან - ორს შინ და ორს სტუმრად. 36 თამაშის შემდეგ ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის ზედა ლიგაში, II და III ადგილოსანი ლიგა 2-ის შესაბამისად IX და VIII ადგილზე გასული კლუბების წინააღმდეგ პლეი-ოფში იღებენ მონაწილეობას, ხოლო IX-X ადგილებზე გასული გუნდები დაქვეითდებიან ლიგა 4-ში[2].
2020 წლის სეზონი
კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი მხოლოდ ორ წრედ ჩატარდა. გათამაშებაში მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები:
ჩატარებული 18 თამაშის შედეგად ლიგის გამარჯვებული "გარეჯი" გახდა, რომელმაც მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა[3].
საბოლოო სატურნირო ცხრილი
კლუბი |
მოგ |
ფრე |
წაგ |
ბურთ. შეფ. |
ქულა
|
გარეჯი |
14 |
1 |
3 |
33-17 |
43
|
კოლხეთი-1913 |
12 |
2 |
4 |
47-18 |
38
|
გორი |
9 |
5 |
4 |
22-18 |
32
|
სპაერი |
9 |
3 |
6 |
31-20 |
30
|
გურია |
8 |
2 |
8 |
26-30 |
26
|
კოლხეთი |
5 |
7 |
6 |
27-24 |
22
|
თბილისი სითი |
6 |
3 |
9 |
21-23 |
21
|
საბურთალო-2 |
6 |
1 |
11 |
22-31 |
19
|
ბახმარო |
5 |
3 |
10 |
20-33 |
18
|
მეშახტე |
1 |
3 |
14 |
10-45 |
6
|
„ბახმარო“ და „მეშახტე“ ლიგა 4-ში დაქვეითდნენ, კოლხეთი-1913 და სკ გორმა კი ლიგა 2-ში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში მარცხი განიცადეს:
სქოლიო
|
---|
| ცენტრი | |
---|
| დასავლეთი | |
---|
| აღმოსავლეთი | |
---|
|
|
---|
| | | ეროვნული გუნდები |
|
---|
| ლიგები |
|
---|
| საშინაო თასები | |
---|
| ჯილდოები | |
---|
| საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები | |
---|
| |
|