ლეოპოლდო ალას ი ურენია (ესპ. Leopoldo García-Alas y Ureña; დ. 25 აპრილი, 1852 — გ. 13 ივნისი, 1901), ასევე ცნობილი ფსევდონიმით კლარინი — ესპანელი რეალისტი მწერალი. დაიბადა ზამორაში და გარდაიცვალა ოვიედოში.
ბიოგრაფია
შემოქმედება
მწერლობაში ცნობილია კლარინის ფსევდონიმით, რაც ესპანურად საყვირს ნიშნავს. იგი იყო მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მკვლევარი, სამართლის პროფესორი და ოვიედოში სამართლის კურსს კითხულობდა. თავის შემოქმედებაში ებრძოდა რომანტიზმს, იყო ნატურალიზმის მიმდევარი, თუმცა პროზაში ავითრებდა კრიტიკული რეალიზმის პრინციპებს. აკრიტიკებდა სასულიერო წოდებასა და არისტოკრატიას ლიბერალური ბურჟუაზიის პოზიციებიდან. ავტორია წერილების კრებულებისა: „საუბრები“ (1893), „ბენიტო პერეს გალდოსი“ (1889), რომანებისა: „მშვიდობით, კორდერა!“, „სენიორ მღვდლის ქუდი“ და რომანებისა: „მმართველი ქალი“ (1884), „ერთადერთი შვილი“ (1890).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო