ლევან მოსეშვილი (დ. 23 მაისი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ, — გ. 5 მარტი, 2020[1]) — ქართველი კალათბურთელი. 1959−1972 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“. 1963–1964 წლებში სსრკ ნაკრებში. 1972–1997 და 2000−2003 წლებში თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. 1997–1999 საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2004–2009 წლებში „თბილვიამშენის“ მთავარი მწვრთნელი. 2010–2011 წლებში სკ „არმიის“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
ტიტულები და ჯილდოები
სანაკრებო
- ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
საკლუბო
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
- სსრკ ჩემპიონი: 1968
- სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
- ევროპის თასის ფინალისტი: 1969
- სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
- სსრკ თასი: 1969
- სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
სამწვრთვნელო
- სსრკ თასის ფინალისტი: 1973
- სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1977
- საქართველოს ჩემპიონი: 1991, 1992, 2006, 2011
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 1996, 1997, 2002, 2005, 2007, 2008
- საქართველოს ჩემპიონატი; მესამე ადგილი: 2000, 2009
- საქართველოს თასი: 2007, 2008, 2011
- საქართველოს სუპერთასი: 2009, 2011
- სპორტის რაინდი — 2012
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
ძირითადი შედეგები
წელი
|
ტურნირი
|
მასპინძელი
|
ადგილი
|
1962
|
ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი
|
ჟენევა, შვეიცარია
|
01
|
1964
|
ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები
|
ტოკიო, იაპონია
|
02
|
ლიტერატურა
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 239, თბ., 1998–1999;
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 128, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო