საკალათბურთო კლუბი მგზავრები არმია — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან, საქართველო.
ისტორია
სკ „არმიას“ დებიუტი საქართველოს სუპერლიგაში 2010 წელს შედგა. ლევან მოსეშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი თავიდანვე ჩემპიონატის ლიდერად ჩამოყალიბდა, და იგი საქართველოს თასთან და საქართველოს სუპერთასთან ერთად მოიგო.
2011 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად მისი ყოფილი მოთამაშე და კაპიტანი კოტე ტუღუში დაინიშნა. „არმიამ“ რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა, მათ შორის ნბა-ს ყოფილი მოთამაშეები — სანდიეტა გეინსი, ჯერემი რიჩარდსონი, და გილიერმო დიასი. გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა, მაგრამ „ევროჩელენჯის“ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო, ეროვნული ჩემპიონატი კი კვლავ დამაჯერებლად მოიგო.
ჯილდოები
მიმდინარე შემადგენლობა
რესურსები ინტერნეტში