ლევან თევზაია (დ. 15 მარტი, 1973, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი. 2021-2024 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი.
ბიოგრაფია
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასწავლო კურსი, 2007 წელს ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) სასწავლო კურსი, ხოლო 2019 წელს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სასწავლო კურსი.
1996 წლის 2 თებერვლიდან 1998 წლის 9 ნოემბრამდე მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში. 1998 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 13 მაისამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. 2008-2009 წლებში მუშაობდა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო“-ში. 2009-2011 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი. 2009-2014 წლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში“ გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი. 2011-2014 წლებში „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით“, საქართველოს სამთავრობო კომისის წევრი. 2011-2014 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ. 2014 წელს მუშაობდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ში, რისკების მართვის სამსახურის უფროსად. 2014-2016 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი - საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი; 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე მუშაობდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო იმავე წლის მაისიდან 2020 წლის დეკემბრამდე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე. 2020 წლის 29 დეკემბრიდან-2021 წლის 16 აგვისტომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი[1]. 2021 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრად.[2] 2024 წლის 18 ნოემბერს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო