1975 წელს ლედ ზეპელინმა გამართა ჩრდილო ამერიკული ტურნე. იგი დაიწყო 18 იანვარს და დასრულდა 27 მარტს. ვიდრე ჯგუფი ჩრდილო ამერიკაში გაემგზავრებოდა, კონცერტები გამართა ბელგიასა და ნიდერლანდებში. 4 თებერვალს ჯგუფმა კონცერტი გამართა ბოსტონის საკონცერტო დარბაზში, რის შემდეგაც კონცერტების სერია გაგრძელდა კანადის ქალაქ მონრეალში. 8 მარტს კონცერტი გაიმართა ფლორიდაში. 1975 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნეს შემდგომ ჯგუფმა შემდგომი ტურნე 1977 წელს კვლავ ჩრდილო ამერიკაში მოაწყო. ამ ტურნეს ფარგლებში ლედ ზეპელინი საკუთარი თვითმფრინავით The Starship მგზავრობდა.
სეტლისტი
ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში. სიმღერების უმრავლესობა აღებული იყო ალბომიდან Physical Graffiti.